"საზოგადოებრივი მაუწყებელი საპარლამენტო არჩევნებზე დაგეგმილი ეგზიტპოლის ფარგლებში 220 საარჩევნო უბანზე 25 ათას ამომრჩეველს გამოკითხავს - ამის შესახებ მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა. მისი თქმით, ეგზიტპოლს საერთაშორისო კვლევების ევროპული კომპანია GFK განახორციელებს.
ჭანტურიას განცხადებით, GFK-მ საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ეგზიტპოლების დაკვეთა უკვე მეორედ მიიღო. კომპანიის წარმომადგენლის, ნიკ მუნის განცხადებით კი, GFK-ს საქართველოში ოფისი არ აქვს და პროექტის განხორციელებაში მონაწილეობას ქართული კომპანიები მიიღებენ.
გია ჭანტურიას განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი პირველ ოქტომბერს ინფორმაციას არჩევნებში ამომრჩევლის დასწრებასთან დაკავშირებით ორჯერ - 12-ზე და 17 საათზე გაავრცელებს, ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები ცნობილი 20 საათზე, საბოლოო შედეგები კი 21 საათზე გახდება.
გარდა ეგზიტპოლებისა, GFK საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით სექტემბერში ორ სოციოლოგიურ კვლევასაც ჩაატარებს. კონტრაქტის ღირებულება 230 000 დოლარია."
http://fortuna.ge/news_inner.php?news_id=3731