axalirevolucia
Super Mishist

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27534
წევრი No.: 99354
რეგისტრ.: 8-September 09
|
#32994618 · 14 Sep 2012, 15:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს ამ ქალაქში სამით მეტი ინვალიდია ვიდრე 2 თვის წინ. და ერთი კაცი მკვდარია. რომელიც რომ არ მომკვდარიყო, ის 3- იც კარგად იქნებოდნენ, გამოადგებოდნენ თავის ოჯახებს, მომავალშიც. ერთერთი იმ ინვალიდთაგან შეიზლება მე ვყოფილიყავი. არ ვიცი, როგორ ითვლება ალბათობა მათემატიკურად, მაგრამ მგონია რომ 80% ალბათობით იმ სკამზე უნდა ვმჯდარიყავი, მძღოლის უკან, სადაც მჯდომი ჩემი ნაცნობი თანამშრომელი იჯდა და დღეს ინვალიდია. მძიმე ინვალიდი, სოციალური მოთხოვნების უნარების გარეშე დარჩენილი 30 წლის ახალგაზრდა. ის ოჯახში მისატან ფულს ვეღარ გამოიმუშავებს, და არც სხვას აუჩუყდება გული მისი ოჯახის შესანახად. იმ ავარიის შემდეგ 3 ოჯახი გაღარიბდა და დაუსრულებელი დეპრესიის ნისლში შეცურა, არავინ იცის რამდენი ათწლეულით. შვილებს განათლება წიგნები და ტანსაცმელი მოაკლდებათ, სამსახურს პროფესიონალი. ჩემი ოჯახი ბეწვზე გადარჩა ამ სცენარს.
ქვრივობას, ობლობას ან ავადმყოფ ინვალიდ მამას სახლში აწ და მარადის.
მე იქ არდავხვდი იმ რკინის კედელს, რონელმაც ჩემი სკამი დაბრიცა, რკინის კედელი კი ჩემს სკამს ერთმა უბედურმა ოპტიმისტმა გამოუქანა. თხოვდა ნათესავი მგზავრი - გადაღლილი ხარ, ნასვამი ხარ, მე დავჯდები საჭესთანო. იუკადრისა, გარისკა ჩემი სიცოცხლე, გარისკა ჩემი შვილების მომავალი. თვითონ ადგილზევე მოკვდა, მაგრამ სანამ მოკვდებოდა დიდი სიჩწარით მიმავი გადავიდა მანქანის სრული კორპუსით საწინააღმდეგო ხაზზე. მაშინ, ავარიის შემდეგ, როცა ვახო ( სახელი შეცვლილია) კომაში და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო, ვთქვი, ეს ბიჭი თუ მოკვდა, იმ დამნაშავე მძღოლს მკვდარსაც შევაგინებ მეთქი. ვახო გადარჩა. მან თითქმის ორი თვე კომაში მყოფმა აღიდგინა დამოუკიდებელი სუნთქვის უნარი, ღრმა კომა დასძლია, მაგრამ ინვალიდია. არავინ იცის რამდენად რეაბილიტირდება მისი ინტელექტუალური პოტენციალი, ან რეაბილიტირდება თუ არა საერთოდ. დღეს ის სკოლისთვისაც არაა მზად, არათუ უნივერსიტეტისა და იურისტის პროფესიონალიზმისათვის. წარმოვიდგინე ჩემი თავი მის ადგილას ( ის ხომ ჩემს ადგილზე იჯდა) წარმოვიდგინე ჩემი ბავშვების სიხარული, როცა მათმა მამამ ისევ შეძლო 3 თვის თავზე პირველად ჭუჭუს უტკაში ჩაყოფა, მოფსმა და უტკის ძირს გადადება დაუღვრელად - ვაშა, მამა აღარ იფსამს! ჰოდა თქვენ გეკითხებით? ჩემი შეგინების პირობები არ შესრულდა - ვახო ცოცხალია, დათოს ( სახელი შეცვლილია) კი, მძღოლს, რომელიც თავის ხაზზე იდგა, საავარიოები ჰქონდა ჩართული უკანა მანქანებისთვის მისათითებლად - ასფტის ბამპერი გადავიარე, ნელა მივდივარ და თქვენც ნელა გადმოდითო, დღემდე წვივის ძვლების დამსხვრეული მოტეხილობებისა და ორი ოპერაციის შემდეგაც საშინელი ტკივილები აქვს და ჯერ დამოუკიდებლად არ გაუვლია, იქნებ ვერც დადგას ეგ ფეხი, ყველა მოძრაობაზე ტკივა. დღეის სტატუსით, ავარიიდან თითქმის ორი თვის შემდეგ ინვალიდია. ჰოდა გეკითხებით, შევაგინო თუ არა იმ ამაყ თავხედს, რომელმაც თავის ფხიზელ სიძეს თუ ბიძაშვილს ადგილი საჭესთან არ დაუთმო?
ცნობისათვის, ჯერ არ შემიგინია. მაგრამ სამართალმა მინდა პური ჭამოს. მგონია რომ ეგეთი ცოდვიანი კაცი მკვდარიც საგინებელია. რატომ? იმიტომ რომ (ოდესმე ხომ მაინც უნდა საქართველოშიც), ძირს პათეტიკა, გაუმარჯოს წესებს!
და ღმერთო გამოაძვრინე 3 ინვალიდი ინვალიდობიდან, ორი ჩემს მანქანაში მჯდომი, ერთი იმ.
--------------------
ტვინის კერხერი VS ტვინის უნიტაზის მარჯანი.
ბიძინა უნდა გაბანძდეს!
|