#33240911 · 29 Sep 2012, 21:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფეხებზე მკიდია მიშა (პიროვნება და არა საქართველოს პრეზიდენტი), ბიძინა, შალიკოც და ვალიკოც. მათ გულისთვის ერთმანეთის მღრღნელებიც ფეხებზე მკიდიხართ. მაგრამ აზრზე მოდით, თქვე მართლა ნერვიულებო ! ჯერ აქ ფორუმზე რეებს წერთ და წარმომიდგენია თქვენს ხელში შანსი რომ ჩავარდეს, ემოციებს აყოლილები, რისი გამკეთებლები იქნებით ! ეკამათეთ, ებრძოლეთ მიშას და ბიძინას, მაგრამ მიწა-წყალს და სახლს ხელი არ ახლოთ. უცხოსთან თქვენიანს ნუ აგინებთ, უკანასკნელი ნაბიჭვარიც რომ იყოს ! გაიგეთ ერთი რამ, კახპას არავინ სცემს პატივს, არც თქვენი ემერიკა, არც თქვენი მატუშკა როსია და არც თქვენი საკუთარი შვილი. დაწყნარდით, წადით არჩევნებზე, შემოხაზეთ ის ციფრი, რომელიც გინდათ. წყნარად და ემოციების გარეშე ! ეგ იქნება ერთი გადადგმული ნაბიჯი ნორმალური ცხოვრებისკენ, უფრო დიდი, ვიდრე მიშას შუქი ან ბიძინას ქველმოქმედება !
--------------------
ზეინკალ-თეორეტიკოსი, ქლიბოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სახანძრო-მათემატიკური ინსტიტუტის ბრანდსპოიტ-დიფერენციალური ანალიზის კათედრის გამგე.
|