წინა თემამ 200 გვერდს გადააცილა, რის გამოც გაიხსნა ახალი თემა.
წინა ნაწილი ►
► იურიდიული ფაკულტეტი . თსუ . [VOL IV]ფაკულტეტის ვებ-გვერდი
http://www.law.tsu.ge/რეკლამა - სხვანაირი TSU
http://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1...120729178052264პრაქტიკული რჩევები:
როცა მოგშივდებათ, უნივერსიტეტთან ახლოს არის "ორი ლულა", (ფილარმონიის მხარეს, 3-4 წუთში მიხვალთ ფეხით).
ალტერნატივა: რამდენიმე fast food მიწისქვეშა გადასასვლელის მეორე მხარეს. შედარებით იაფი და არანაკლებ გემრიელი ალტერნატივა - ლობიანი კეკელიძის ქუჩაზე, რომელიც ასევე გადასასვლელის მეორე მხარეს მდებარეობს.
ჰო, "უნივერსიტეტის სასადილო" Good Food-ში მხოლოდ იმ შემთხვევაში გირჩევთ შესვლას, თუ ვინმეს გაცნობა ან დროის გაყვანა გინდათ.
ქსეროქსი - შეგიძლიათ გადაიღოთ II კორპუსშივე, 0 სართულზე, მინიატურულ ოთახში. რომ ჩახვალთ, იქ გოგონას გამოელაპარაკეთ, მთელი დღეა იქ არის და მოწყენილია ხოლმე : )
ალტერნატივა: ქსეროქსის რამდენიმე აპარატი მიწისქვეშა გადასასვლელში და გადასასვლელის მეორე მხარეს.
ბიბლიოთეკა - წიგნი თუ გაქვთ და წყნარ ადგილს ეძებთ წასაკითხად, ბიბლიოთეკა "კვალი" იდეალური ადგილია. მისამართი: II კორპუსში რომ შეხვალთ, არც ფდა-სკენ წახვიდეთ, არც ქდა-სკენ, პირდაპირ წადით და მიაგნებთ; შეგიძლიათ დაცვას ჰკითხოთ.
Wi-Fi იჭერს ბიბლიოთეკების მიმდებარე ტერიტორიაზე და, თუ გაგიმართლათ, ფდა-შიც. (ქდა-ში არა. და არც კვალში)
სტიპენდია - არსებობს მხოლოდ პრეზიდენტის სტიპენდია, უნივერსიტეტის სტიპენდიაზე არაფერი მსმენია. როგორ ავიღოთ: გვჭირდება რაც შეიძლება მაღალი ქულები. საშუალო ქულა 94-95 თუ გვაქვს, ე.ი. სტიპენდია გარანტირებული გვაქვს, წინა წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.
ალტერნატივა: ვმონაწილეობთ რაც შეიძლება მეტ კონფერენციაში და ვაქვეყნებთ რაც შეიძლება მეტ სტატიას ჟურნალებში (მეორე უფრო რთულია). მაგალითისთვის, 1 კონფერენციის სერთიფიკატი და საშუალო ქულა 91-92 საკმარისი უნდა იყოს წესით. სერთიფიკატებს სხვადასხვა ხარისხი აქვს - სამეცნიერო ან საერთაშორისო კონფერენციისას უფრო ენიჭება მნიშვნელობა. ისე, ყველანაირი გამოგადგებათ, ოღონდ კონფერენცია ერქვას (დიდი უაზრო სისტემაა).
©
Henyd0r1 This post has been edited by androabuladze on 11 Sep 2013, 18:56