რა არის სიმძლავრე? ესაა დროის ერთეულში შესრულებული მუშაობის რაოდენობა, მაგალითად ერთი
ვატი უდრის 1
ჯოულ მუშაობას შესრულებულს ერთი
წამის განმავლობაში.
უჯრედში ბევრნაირი ქიმიური პროცესი მიმდინარეობს, დნმ-სგან წარმოიქმნება რნმ, რიბოსომებზე წარმოიქმნებიან ცილები, იყოფიან ორგანოიდები, უჯრედის და ბირთვის გარსში შედი-გამოდიან ნივთიერებები და ა.შ. და ა.შ. ამ ყველაფერში იხარჯება გარკვეული რაოდენობის ენერგია (ატფ-სგან მიიღება იგი) და თუკი შესაძლებელია ამ ენერგიის რაოდენობის გამოანგარიშება მაშინ უჯრედის საშუალო (იგი აშკარად ცვალებადი იქნება, ჯერ საერთოდ გააჩნია რომელ უჯრედზე ვსაუბრობთ და მეორეც-ვითომ ყველა ბიოქიმიური პროცესი ყოველთვის ერთნაირი ტემპით მიმდინარეობს? არა მგონია) სიმძლავრესაც იოლად გამოვიანგარიშებთ. საინტერესოა, ვინმეს უცდია ეს? ბოლოსდაბოლოს, ერთი უჯრედის ჯამური სიმძლავრე ბევრია თუ ცოტაა?
ან-თუა პრინციპულად შესაძლებელი რომ ადამიანის ყველა უჯრედის სიმძლავრეები შევკრიბოთ და ამ გზით ადამიანის პრინციპული სიმძლავრე გავიგოთ? ცხადია ეს სიმძლავრე მთლად ის არ იქნება რომელსაც ჩვენ ვგულისხმობთ ადამიანის მიერ გაწეული ფიზიკური სამუშაოს შესრულების დროს, მაგრამ მაინც საინტერესოა გავიგოთ რამდენად მძლავრები ვართ