dreamcatcher/სიზმრის(და)მჭერი(თუ როგორ ვთარგმნო) მოდის ინდიელებისგან და აბორიგენელებისგან(ძველი ავსტრალიის მკვიდრნი) და გამოიყენება აქამდეც კი , როგორც თილისმა, დამცველი, რომელიც საშინელი, მაჯლაჯუნა სიზმრებისგან იცავს მის მფლობელს!
თქვენი არ ვიცი, და მე საშინელი სიზმრები მტანჯავს, დილას თავგასიებული ვიღვიძებ და საშინელი თავის ტკივილები მაქვს ამის გამო, მოკლედ, ჩემს ცხოვრებას ეს სიზმრები აქვეითებს, ამის გამო შევიძინე ეს და წუხელ პირველად ვცადე.
ეხლა რას შვრება იგი: ეს ობობის ქსელი ცუდ სიზმრებს იჭერს/ატყვევებს და დილის პირველი შუქი მას ანეიტრალებს, მაშინ როდესაც ლამაზი სიზმრები ამ ბუმბულების წყალობით დაბლა ეშვება და მის მფლობელს ეფინება, მის ცხოვრებას ამსუბუქებს/ალამაზებს! ამას ამბობენ ძველი ინდიელები და როგორც , ალბათ, ბევრს მოგეხსენებათ, ეს ხალხი ბუნებასთან, ცხოვრების საწყისთან ყველაზე ახლოსაა, მას კარგად იცნობს!
ამას ასევე იყენებენ(ახალ დაბადებულ) ბავშვებზე, ბევრ ბავშვს ცუდი სიზმრები სტანჯავს და ტირილში ათენებს, ეს მათ ამშვიდებს და მათი ცხოვრება დედამიწაზე ლამაზად იწყება და ბოროტისაგან და ავისაგან იცავს, მოკლედ, ვისაც ინგლისური გესმით , დააგოგოლეთ და წაიკითხეთ.
Dream Catchers are an ancient spiritual
tool used to help assure good dreams to those that sleep under
them. A dream catcher is usually placed over a place you would
sleep where the morning light can hit it. As you sleep all dreams
from the spirit world have to pass through the dream catcher.
Only good dreams can pass through the hole in the center while
the bad dreams are caught in the webbing and are destroyed by
the morning light.
* * *
სტივენ კინგი რა შუაშია, შე გოიმო?
ამ თემას მრავალი წიგნი და ფილმი ეძღვნება