მიხეილ სააკაშვილმა პენიტენციალურ სისტემაზე კონტროლი მთლიანად პრემიერ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს დააკისრა. მისი თქმით, ეს სისტემა ერთადერთია, სადაც ბოლომდე ვერ მოხერხდა რეფორმების გატარება. მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, დღეიდან ციხეებში პოლიციის დროებითი პატრული შევა და ეტაპობრივად მოხდება სისტემის რეფორა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, გაშუქებული კადრები პოლიტიკური კომპრომატების ომია, თუმცა ხელისუფლებას ასეთი სუსტი წერტილი ვერავინ უნდა იპოვოს.
სააკაშვილის ინიციატივითვე, აუცილებლად უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი და საპარლამენტო საგამოძიებო ჯგუფები, ამასთან, ყველა პატიმარი უნდა შეახვედრონ ოჯახის წევრებს, რათა ახლობლები დარწმუნდნენ, რომ მსჯავრდებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
”აუცილებელია, რომ სისტემა იყოს გახსნილი, რათა მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს” - განაცხადა სააკაშვილმა.
http://www.fortuna.ge/news_inner.php?news_id=3798