#33291032 · 2 Oct 2012, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
"აჯო" ეს ტერმინია, თაღლითობას ნიშნავს, კონკრეტულად - თაღლითობას ფულით ანგარიშსწორებისას. ამ საქმეში დახელოვნებული თაღლითთა ჯგუფებს სერიოზული ბიზნესი ჰქონდათ მოსკოვში, ფულის გადასაცვლელ პუნქტებთან, განსაკუთრებით იქ, სადაც საზღვარგარეთ ნამუშევარი მოქალაქეები ნაშოვნ ვალუტას, უფრო სწორად ე.წ. ჩეკებს ცვლიდნენ სსრკ-ს დროს. შუა თითით ჩაკეცავენ ფულს, უფრო სწორად, ჩაკეცილ ფულში მოაყოლებენ შუა თითს და ფაქტიურად, ორჯერ მეტი გამოგყავს თანხა, ვიდრე სინამდვილეშია. ამ ფოკუსის ჩატარება თითების სპეციალურ გავარჯიშებას და ოსტატობას მოითხოვს. შენს თვალწინ გითვლიან ფულს, თითქოს ყველაფერი სწორია, ჩაიდე ფული ჯიბეში, ხელი ჩამოართვი და წამოხვედი. მოხვალ სახლში, დაითვლი და იმის ნახევარიც არაა, რაც გადმოგითვალეს. ვეღარავის შეედავები - გვიანია. ადგილზე უნდა გადაგემოწმებინა და მერე ჩამოგერთვა ხელი. თანაც - ჩეკების დახურდავებაც არაა კანონიერი საქციელი.
რაღაც ამდაგვარი რამ ხდება ამ არჩევნებზე, ჩემი აზრით. თავად პრეზიდენტი აღიარებს ოცნების გამარჯვებას, ბიძინაც გახარებულია, ოცნება ეიფორიაშია და ამ დროს ნაცები აკეთებენ "აჯოს". კი ბატონო, მოიგე არჩევნები. 51 შენ, 48 მე. ხო მოიგე, ხომ აღიარე არჩევნები? მეც ხომ ვაღიარე წაგება? მეტი რაღა გინდა? ან ამას უნდა დათანხმდე, ან.. რა? ქუჩაში გახვალ? ვერ გახვალ. აკი აღიარე შედეგები? დიპლომატებმაც მოგილოცეს. აჯოა კლასიკური.
არადა, ხელმოწერილი ოქმების დათვლით, 63% აქვს ოცნებას., როგორც საგანელიძემ განაცხადა.
რა მოხდება, თქვენი აზრით?
This post has been edited by crocodile on 2 Oct 2012, 16:49
--------------------
ღმერთი ბჭობდა, კაცი იცინოდა. (C) crocodile
We fight, get beat, rise, and fight again (Nathanael Greene)
|