

---
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა — მოქალაქეთა უდიდესი მოქმედი პოლიტიკური პარტია საქართველოში, მმართველი პარტია 2004 წლიდან. თავმჯდომარეა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დაფუძნდა 2001 წელს[3][4], ხოლო დღევანდელი რეგისტრაციით არსებობს 2004 წლიდან. პირველი არჩევნები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, იყო 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნები, ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომლის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორიც თავად იყო. გაერთიანების დეკლარირებული მისიაა თავისუფალ, განვითარებად და დემოკრატიულ საზოგადოებაზე დაფუძნებული ძლიერი საქართველოს მშენებლობა - თავისუფლების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა
---
ნაციონალური მოძრაობა მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების პარტიაა. ის აქტიურად ეწევა პატრიოტიზმის იდეოლოგიურ პროპაგანდას (პროგრამები: „პატრიოტი“, „პატრინოტი“, „ტაძარი“). პარტიას ორი ძირითადი პრიორიტეტი აქვს: ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესება.
საშინაო პოლიტიკის პრიორიტეტებია: სახელმწიფო ინსტიტუტების რადიკალური რეფორმები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმა, საბაზრო ეკონომიკა, ქვეყნის მოდერნიზაცია. საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებია: ნატოსთან ინტეგრაცია და აშშ-სთან მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობები.
---
შედეგები არჩევნებში
2002 ადგილობრივი 24% თბილისში იყო კოალიციაში, მოიპოვა მანდატები თბილისის საკრებულოში
2003 საპარლამენტო 18,08% იყო კოალიციაში, არჩევნების შედეგები გაუქმდა
2004 საპრეზიდენტო 96.24% კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი
2004 საპარლამენტო 67% მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა
2006 ადგილობრივი 78.8% მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში
2008 საპრეზიდენტო 53.47% კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი
2008 საპარლამენტო 59.18% მოიპოვა საკონსტიტუციო უმრავლესობა
2010 ადგილობრივი 73,9% საქართველოში
52.5% თბილისში მოიპოვა უმრავლესობა საქართველოს მასშტაბით ყველა საკრებულოში
---