(( სამშაბათ დილას დაწყებული ახლაღა დავასრულე მიზეზთა გამო ))
ევროპაში გამგზავრებამდე ნოემბრის ტურნეთა წინ აფრიკასა და ზელანდიაშიც
შინაური პირველობის ფინალი სტუმარმა მოიგო>>
http://Qaflan.netai.net/2013კალენდრის გადატვირთულობის გამო "ოლ ბლექები" ეგრეც ვერ იცლიან ქვეყნის პირველობაზე სარაგბოდ, ბოკეები კი ორ-ვიქენდიან პლეი’ ოფშიღა ახერხებენ თამაშს. ამეების გამო ველინგთონში ფინალზე 15 070 მოსეირეღა მივიდა, მაშინ როცა ქეიპთაუნში 46 ათასი ქომაგი შეიკრიბა.
კივეთში ზედიზედ მეექვსედ იპირველა ქენთებრიმ, რაიც ზე’რაგბში ქრუსეიდერზის ბირთვია. ქურციკეთში საჩემპიონო ჯახი შარშანდლის რე’მატჩი იყო და რევანში შედგა: შარქსის 9 ნომერმა შარლ მაკ’ლაუდმა ორი ლელო დაუდო კონცხს (ზე 15 = სთორმერზ), ხოლო მგეზავმა პეთ ლემბიმ 8 გოლით (გ 5ჯ 2ა) 23 ქულა მოკრიფა.
მაკ’ლაუდმა ჩაჭრით გახსნა ანგარიში, გადამწყვეტი ლელო კი საათის თავზე გაიტანა. ამით შარქსმა სულ მეშვიდედ, პროფ’ხანაში კი მეოთხედ იპირველა. ფინალი ბოლოჯერ, მეექვსედაც იმსაჯა ჯონათან კაპლანმა და პენსიაზე გავიდა, პირველი ჯგუფი კი მოიგეს ივნისში, ავჭალაში გამარჯვებულმა "პუმებმა" და მერე გადასასვლელშიც ივარგეს.
აფრიკის "ქარრის თასი" 2013 [პრმ 9/08; პირ 29/06 - 26/10]
შარშან (2012) >>
http://qaflan.netai.net/2012/MA/30_ITM-CUR.htmპრემიერ ჯგუფი ქ მ-წ*ფ სხვ $
დას.კონცხი ქეიპთაუნ 37 08-0*2 +44 1
შარქს დურბან 33 07-3 +48 4
ჩიტაზ ბლუმფონტეინ 26 05-5 +24 6
ლაიონზ იოჰანესბერგ 26 04-5*1 +30 8
ბლუ ბულზ პრეტორია 17 03-6*1 -28 3
ხრიკვაზ ქიმბერლი 11 01-9 -118 7
პირველი ჯგუფი ქ მ-წ*ფ სხვ $
პუმაზ ნელსპრეიტ 66 14-00 +347 10
ქინგზ პორთ’ელიზაბეთ 51 10-04 +144 11
ლეპარდზ პოტხეფსტრუმ 44 08-06 +50 12
იგლზ ჯორჯ 41 07-07 +8 13
ქეველიერზ ველინგთონ 32 06-07*1 -64 6
ხრიფონზ ველკომ 27 03-09*2 -167 11
ბულდოგზ ისთ’ლონდონ 25 04-10 -88 9
ფოლქონზ კემპტონ პარკ 18 02-11*1 -230 8
პლეი’ოფი პრემიერი პირველი
ნახ’ფინალი
კნც 33:16 ლნზ პუმ 52:33 იგლ
შრქ 33:22 ჩტზ ქნგ 32:29დდ ლპრ
ფინალი [ვიდეო] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...41&d=1382815907კნც 19:33 შრქ პუმ 53:30 ქნგ
დარჩენა-ასვლაზე ხრკ 21:19(შ) 15:33(გ) პუმ
* ხრიკვაზი გავარდა, პუმაზი ავიდა
<< პროფესიული ხანის ჩემპიონები [* საზიაროდ]
ბულზ (პრეტორია) 6 1998 2002 2003 2004 2006* 2009
კონცხი (ქეიპთაუნ) 4 1997 2000 2001 2012
შარქს (დურბან) 4 1996 2008 2010 2013
ჩიტაზ (ბლუმფონტეინ) 3 2005 2006* 2007
ლაიონზ (იოჰანესბერგ) 2 1999 2011
ნონუ აღარავის უნდოდაზელანდიაში ოთხჯერ შეიცვალა გარდამავალი "რანფერლის ფარის" მფლობელი და სამხრეთულ ზაფხულში ჯილდოს ტანა უმანგას გუნდი, "ქაუნთიზ მანუკაუ" (უწინ "სამხრეთი ოქლენდი") შეინახავს. კივებმა საგაისო ზე’რაზმებიც დაადგინეს. ბოლო ორი წლის ჩემპიონს, ჩიფსს იაპონიიდან დაუბრუნდა ბებერი მალილი მულიაინა, სხვებზე მეტად კი ოქლენდის ბლუზი გაძლიერდა:
ლიგელი ვირტუოზის, ბენჯი მარშალის გარდა, სერ ჯონ ქერვანმა მოჩანგლა ბურჯი თონი ვუდქოქი, იაპონიიდან გადმოიბირა მარბიელი ჯერომ კაინო და შეიწყნარა თვით ჭირვეული შუამარბი მაჰა ნონუ, ვისი მიღებაც, ერთი პირობა, ხუთიდან არცერთ ფრანჩაიზს არ სურდა.
კივები ტურნეს 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელ ქვეყანაში, იაპონიაში ხსნიან. "ოლ ბლექსის" ბირთვი უკვე საფრანგეთშია, მაგრამ აზიელთა მოთხოვნით 15-ეულში კი წერიან ლეგენდები: დენ ქართერი და რიჩი მაკ’ქოუ, ვინც 8 ნომერზე დგას.
შაბათს, ტოკიოში, ჩვენებურად დილის ცხრაზე, 25-ათასა "ჩიჩიბუ ნომიაზე" შედგება 206-სანტიმეტრა დომინიქ ბერდის დებიუტიც. წინა ორი შეყრა (მსოფლიო თასებზე) კივებს 145:17 (1995) და 83:7 (2011) მოუგიათ, გაჭირვებულ ალუბლებს კი ქვა აღმართში მიეწიათ - დამბლა დაეცა მათ ავსტრალიელ გურუს, იაპონელი დედისა და ცოლის მყოლ ედი ჯოუნზს.
ზელანდიის "აი’თი’ემ" თასი 2013 [15/08-26/10]
შარშან (2012) >>
http://qaflan.netai.net/2012/MA/30_ITM-CUR.htmპრემიერ’შიპ ქ მ-წ*ფ სხვ $
ველინგთონ 42 9-1 +152 6
ქენთებრი ქრაისთჩერჩ 40 8-2 +208 8
ოქლენდ 36 7-3 +70 8
ქაუნთიზ მანუკაუ პუკეკოჰე 28 6-4 +25 4
ვაიქათო ჰემილთონ 21 4-6 -63 5
თარანაქი ნიუ’პლიმუთ 14 3-7 -105 2
ბეი ოვ პლენთი როტორუა 8 1-9 -92 4
ჩემპიონ’შიპ ქ მ-წ*ფ სხვ $
ტასმან ნელსონ | ბლენემ 36 8-2 +147 4
ოთაგო დანიდინ 30 6-4 -1 6
ჰოქს ბეი ნეიპირ 29 6-4 +68 5
საუსლენდ ინვერქარგილ 20 4-6 -30 4
მანავატუ პამერსთონ’ნორს 18 4-6 -151 2
ნორსლენდ ფონგარეი 13 2-7*1 -91 3
ნორს ჰარბორ ელბანი 10 1-8*1 -137 4
პლეი’ოფი პრემიერი ჩემპიონი
ნახ’ფინალი
ველ 41:10 ქაუ ტსმ 49:28 საუ
ქნთ 56:26 ოქლ ოთა 24:29 ჰქბ
ფინალი [ვიდეო] >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...14&d=1382794558ველ 13:29 ქნთ ტსმ 26:25 ჰქბ
* ბეი ოვ პლენთი გავარდა, ტასმანი ავიდა
<< პროფესიული ხანის ჩემპიონები
ქენთებრი (ქრაისთჩერჩ) 9 1997 2001 2004 2008-2013
ოქლენდ 6 1996 1999 2002 2003 2005 2007
ოთაგო (დანიდინ) 1 1998
ველინგთონ 1 2000
ვაიქათო (ჰემილთონ) 1 2006
რანფერლის ფარი [* ახალი მფლობელი]
17/08 ვაიქათო 31:22 ნორსლენდ
23/08 ვაიქათო 19:26 ოთაგო*
01/09 ოთაგო 19:20 ჰოქს ბეი*
07/09 ჰოქს ბეი 24:27 ქაუნთიზ მანუკაუ*
15/09 ქაუნთიზ მანუკაუ 44:07 თარანაქი
21/09 ქაუნთიზ მანუკაუ 37:25 ვაიქათო
11/10 ქაუნთიზ მანუკაუ 25:07 საუსლენდ
ოთხივე ბრიტანულთანთვის პირველი დიდი ტესტი შაბათსვე, საღამოს, თვიქნემშია - ინგლისი "ქუქის თასზე" მასპინძლობს ავსტრალიას. ბრიტებს კვლავ ქრის რობშოუ უყოჩებთ, ოზებს კი - ბენ მოუენი, რაღაი ჯეიმზ ჰორვილი ფორმაში ვერაა და უპირველეს ყოვლისა, თავს უნდა მიხედოს.
ინგლისს შერკინებაში აკლია ბურჯი ალექს კორბისიერო და მხტომელი ჯეფ პარლინგი, ხოლო ხაზში - შუამარბები, სამოელი მანუ ტუილანგი და აფრიკელი ბრედ ბარითი. ამეების გამო 8 ნომრად იწყებს ტონგელი ბილი ვუნიპოლა, გარემარბად - ზანგი მარლენდ იარდი, ხოლო შუამარბად - ლიგიდან მოსული ჯოელ თომქინსი.
ძველ მეტოქეთა შებმაზე გაყიდულია ყველა, 82 ათასი ბილეთი. ოზებს თავიანთივე მახვშები რომ არ ზოგავენ, გუნდი უგრძეს, 5-მატჩა ტურნეზე მიუვლენიათ. ვოლაბთა პროგრამაშია ტესტები ოთხივე ბრიტანულ გუნდთან. ავსტრალიამ ამათი ძლევით სლემი 1984 წელს შეასრულა, შემდეგ ცდაზე კი, 2009 წელს, გეგმა მეორე მატჩშივე ჩაუფლავდა - ირლანდიაში ფრეს დაჯერდა.
ინგლისი - ავსტრალია
ინგ: ბრაუნ ეშთონ თომქინს თველვთრიზ იარდ <10-9> ფარელ დიქსონ /
მ.ვუნიპოლა თ.იანგს ქოულ; ლონჩბრი ლოზ; ვუდ რობშოუ^კაპ ბ.ვუნიპოლა
* მრქ) ფოდენ ფლად ბ.იანგს / ჰართლი მარლერ ვილსონ; ეთვუდ მორგან
ავს: ფოლაუ ეშლი-ქუპერ კურინდრანი ტომუა ქამინს <10-9> ქუპერ გენია /
სლიპერ მორ ელიგზანდერ; ტიმანი ჰორვილ; ფარდი ჰუპერ მოუენ^კაპ
* მრქ) ფოლი ლეალიაფანო ვაით / ფაინგა რობინსონ კეპუ; დაგლას მაკ’ქალმან
რეფ ქლენზი (ირლ) * შაბ 2/11 თვიქნემ @ 18.30 საქფილიპსი დაითხოვესვოლაბებმა გამგზავრების წინ ტრადიციული წვეულება გამართეს, რომელზეც გაცხადდა ბიჭების არჩევანი - წლის საუკეთესო მორაგბედ ვორათაზის მღლეტელი მაიქლ ჰუპერი სცნეს და "ჯონ ილზის მედლით" დააჯილდოვეს.
ისე გამოსწორდა და დასერიოზულდა მგეზავი ქვეიდ ქუპერი, რომ უკვე ნაკრების ვიცე-კაპიტანია, ამისი 23 წლის დოსტი, რებელზიდან და ვოლაბთაგან ლოთობისთვის დათხოვნილი ჯეიმზ ო’ქონორი კი პრობაციონერად "ლონდონ აირიშში" მოეწყო.
სმა ამ თაობისთვის სერიოზული პრობლემა რომაა, უელსისა და ლომთა 9 ნომრის, 31 წლის მაიქ ფილიპსის მაგალითზეც გამოჩნდა. ოსტატი მთვრალი მივიდა ვიდეო-ანალიზის სესიაზე, რის გამოც ბასკურმა კლუბმა ბეიონმა ულაპარაკოდ დაითხოვა.
ზელანდიასთან ბურთაობითჯანყი მოხდა "ოთხ ერზე" ექვსივე თამაშის წამგებ არგენტინაში. მედიამ ბიჭები ამხილა, სამ ბანაკად გაყოფილან და ერთურთს მტრობენო. ამის გამო გადადგა ოდენ 39 წლის მწურთნელი სანტიაგო "ტატი" ფელანი, ვისაც ხუთი წლის ბალანსი ერთობ უხეირო (45: 13-31*1) ჰქონდა.
ფელანს 2015 წლის მსოფლიო თასის ბოლომდე შეცვლის დანიელ ოურკადე (ფრანგულად "ურკად, ვინც მეორე ნაკრებსა და აფრიკაში მორაგბე "პამპასს" ხელმძღვანელობდა. ზე’რაგბის ბლუზში მთლად მიბრუნდა ოლ ბლექსის გურუ’ყოფილი გრემ ჰენრი, პუმათა კაპიტანმა, მარბიელმა ხუან-მარტინ ფერნანდეს-ლოვემ კი ხელი მოიტეხა.
ტრავმის გამოვე აფრიკას გამოაკლდა ბურჯი იანი დიუ’პლესი; შოტლანდიას - გარემარბი თიმ ფისერი; ირლანდია ალბათ მოისაკლისებს მხტომელ პოლ ო’ქონელს; შუამარბი ბრაიან ო’დრისქოლი ზელანდიასთან ბურთაობით აპირებს სანაკრებო კარიერის დასრულებას, ბოკემ კი ისევ იხმო ბებერი ლეგიონერები - შუამარბი ჟაკ ფური, მხტომელი ბაკის ბოთა და გარემარბი ჯეი’პი პიტერსენი.
@
This post has been edited by ლუკასა და ნიკოს მამა on 31 Oct 2013, 23:09