grumbler_girl
off

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5116
წევრი No.: 128438
რეგისტრ.: 8-March 11
|
#33123815 · 22 Sep 2012, 21:55 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ვაიმე რა დღეში ხართ : (
ყველა ადამიანი თავად ქმნის პანიკას საკუთარ თავში, ჩემის აზრით როდესაც ძლიერი ხარ არასდროს არ მიხვალ პანიკურ აშლილობამდე არ აყვეთ პანიკას... ნიადაგი ყოველთვის საფუძველია ყველაფრის, მაგრამ ''დამიჯერე'' პანიკას ყოველთვის გარკვეული მომენტი მართავს და ამ ყველაფერში ძალიან დიდი წვლილი აყოლას მიუძღვის.
გთავაზობთ შიხანის პანიკის შეფასების შკალას, გააკეთეთ და პასუხებს მოგვიანებით დავდებ
....
შიხანის პანიკის შეფასების სკალა გასაღები: 0. არა 1. მცირედ 2. ზომიერად 3. საკმარისად 4. უკიდურესად ძლიერ 1 ჩასუნთქვის გაძნელება, ჰაერის უკმარისობა ან აჩქარებული სუნთქვა 0 1234 2 მოხრჩობის შეგრძნება ან ბურთი ყელში 0 1234 3 გული ხტის, ფართხალებს, მზადაა ამოხტეს მკერდიდან 0 1234 4 ტკივილი მკერდის ძვლის საპროექციო არეში, უსიამოვნო სიმძიმის გრძნობა გულ-მკერდის არეში 0 1234 5 ძლიერი ოფლიანობა, ოფლში ცურვის შეგრძნება 0 1234 6 სისუსტე, გულის წასვლისა და თავბრუსხვევის შეგრძნება 0 1234 7 ”ბამბის ფეხები” - შეგრძნება თითქოს ფეხები არ გემორჩილება 0 1234 8 სხეულის არამყარი მდგომარების შეგრძნება ან წონასწორობის დაკარგვა 0 1234 9 გულის რევის ან კუჭის არეში უსიამოვნო შეგრძნება 0 1234 10 შეგრძნება, რომ გარშემო ყველაფერი არარეალური, უცნაური, ბურუსით მოცული ან დაშორებული გახდა 0 1234 11 შეგრძნება, რომ ყველაფერი მიცურავს (”სხეულის გარეთ ვარსებობ”) 0 1234 12 სხეულის სხვადასხვა ნაწილში ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება 0 1234 13 შეხურების ან შეცივების შეგრძნება 0 1234 14 კანკალი (ტრემორი) 0 1234 15 სიკვდილის შიში ან შიში იმისა, რომ ახლა რაღაც საშინელება მოხდება 0 1234 16 ჭკუაზე შეშლის შიში ან იმის შიში, რომ საკუთარ თავს ვერ მართავ 0 1234 17 შფოთვის (განგაშის) მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან ახლავს 3 ან მეტი ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი – აღმოცენებული უშუალოდ ისეთი სიტუაციის წინ ან მასში მოხვედრისას, რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა გამოიწვიოს 0 1234 18 შიშის მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან ახლავს 3 ან მეტი ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, აღმოცენებული მცირე საბაბით ან საბაბის გარეშე (ე.ი. როდესაც თქვენ არ იმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა გამოიწვიოს) 0 1234 19 უეცარი, მოულოდნელი შეტევები, რომელსაც თან ახლავს 1 ან 2 ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნები, აღმოცენებული მცირე საბაბით ან საბაბის გარეშე (ე.ი. როდესაც თქვენ არ იმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომელსაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია შეტევა გამოიწვიოს) 0 1234 20 პანიკის (შფოთვის) პერიოდები, რომელიც მატულობს იმისდა მიხედვით, როდესაც თქვენ ემზადებით გააკეთოთ ისეთი რამ, რასაც თქვენი გამოცდილებით შეუძლია გამოიწვიოს განგაში, თანაც იმაზე ძლიერი, ვიდრე ადამიანთა უმეტესობა ასეთ სიტუაციაში განიცდის 0 1234 21 ისეთი სიტუაციის თავის არიდება, რომელიც თქვენ გაშინებთ 0 1234 22 მდგომარეობა, როდესაც სხვაზე ხართ დამოკიდებული 0 1234 23 დაძაბული ხართ და არ შეგიძლიათ მოეშვათ (მოდუნდეთ) 0 1234 24 განგაში (შფოთვა), `ნევროტულობა”, მოუსვენრობა 0 1234 25 მომეტებული მგრძნობელობა ბგერის, სინათლის და შეხების მიმართ 0 1234 26 ფაღარათის შემთხვევები 0 1234 27 გადამეტებული წუხილი საკუთარ ჯანმრთელობაზე 0 1234 28 დაღლილობის, სისუსტის და გამოფიტვის შეგრძნება 0 1234 29 თავის ტკივილები ან ტკივილი კისრის არეში 0 1234 30 ჩაძინების გაძნელება 0 1234 31 ღამით გაღვიძება ან მოუსვენარი ძილი 0 1234 32 დეპრესიის მოულოდნელი პერიოდები, რომლებიც უმნიშვნელო საბაბით ან მის გარეშე აღმოცენდება 0 1234 33 გუნებ-განწყობის და ემოციის მერყეობა, რაც ძირითადად დამოკიდებულია თქვენს გარშემო მიმდინარე მოვლენებზე 0 1234 34 განმეორებადი და მოუცილებელი აზრები, წარმოდგენები, აზრები, იმპულსები ან ხატები, რომლებსაც თქვენ აღიქვამთ როგორც მძიმეს, უსიამოვნოს, უაზროს და მიუღებელს 0 1234 35 ერთიდაიგივე მოქმედების განმეორება რიტუალის სახით (მაგ. გადამოწმება, გადათვლები, ხელები განმეორებითი ბანვა), რაც აუცილებლობით არ რაის გამოწვეული 0 1234
|