ფსიქოდრომის ერთი ჯგუფი უკვე შედგა. ვიწყებთ ახალი ჯგუფის ჩამოყალიბებას! მსურველებს გელით!ფსიქოდრომი ჯგუფური მუშაობის ყველასგან განსხვავებული, სწრაფშედეგიანი, სახალისო და სრულიად ნოვატორული ტექნოლოგიების კომპლექსია. ფსიქოდრომის ჯგუფი დაფუძნებულია თამაშის პრინციპზე, თამაში კი მარტო ბავშვებს როდი უყვართ.
ფსიქოდრომის ჯგუფი გულისხმობს როლურ გათამაშებებს, ფსიქოლოგიურ სავარჯიშოებს, რელაქსაციის და წარმოსახვის ტექნიკებს. შეხვედრები მოიცავს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა:
იაკობ მორენოს მიერ დაფუძნებული მეთოდი ფსიქოდრამა, სადაც ხდება საკუთარი სიტუაციის როლური გათამაშების გზით გვერდიდან ყურება.
აუგუსტო ბოალის დრამათერაპიას, ,,დათრგუნულთა თეატრს’’ - რაც საშუალებას მოგცემთ განიტვირთოთ ყოველდღიური დაძაბულობისაგან და აღმოაჩონოთ ახალი რესურსები.
ჰანს ლეინერის სიმბოლდრამას - რომელიც ეფექტური საშუალებაა ჩაწვდე შენ ქვეცნობიერს და გადაწყვიტო შენი აქტუალური სიტუაცია, რომელიც შესაძლოა წლების მანძილზე გაწუხებდა.
ყოველი შეხვედრა კი დასრულდება სრული რელაქსაციით.
შეხვედრების განმავლობაში მოეწყობა ექსკურსიები, რაც ხელსშეუწყობს ჯგუფის წევრების დაახლოებას, ეფექტური მუშაობას და განტვირთვას.
ჯგუფში ჩამოყალიბებული თბილი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გარემო საშუალებას მოგცემთ:
• დაამყაროთ ეფექტური ურთიერთობები
• გამოხატოთ საკუთარი ფიქრები, აზრები და განცდები
• გათავისუფლდეთ კომპლექსებისგან
• ისწავლოთ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღება
• ახლებური კუთხით შეხედო ცხოვრებას
• დაძლიოთ სიმარტოვის განცდა
• უკეთ გაერკვეთ საკუთარ თავში
• წინ წამოწიოთ დადებითი თვისებები
• გაატარო დრო სასიამოვნოდ და განიტვირთო
ჯგუფის წამყვანი იქნება: გიორგი დონაძე ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, ტრენერი. პიროვნული ზრდის, ფსიქოდრამის, არტ-თერაპიის, ეგზისტენციალური თერაპიის კრიზისულ კონსულტირებაში ჯგუფის წამყვანი.
პროექტის კორდინატორი: ლევან გიორგაძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.
შეხვედრები ჩატარდება კვირაში ორჯერ, საღამოს საათებში. შეხვედრის ხანგრძლივობა: 2 საათი.
შეხვედრების ღირებულება: 80 ლარი. (8 შეხვედრა)
წინასწარ 1 კვირით ადრე გადახდის შემთხვევაში თვეში 60 ლარი.
საკონტაქტო მონაცემები: 555 67 19 56;
თქვენი მონაცემები გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: gdonadze@gmail.com[
მიმაგრებული სურათი