#33407341 · 9 Oct 2012, 14:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაუმარჯოს,
ჩემი მეგობარი გოგო გადმოვიყვანე ჯეოსელიდან ბანზე და მაქვს შემდეგი პრობლემა:
ტექსტური შეტყობინების პასუხი თუ მინდა აუცილებლად უნდა წავშალო გამოგზავნილი სმს-ი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იგზავნება. 5-10 წუთი იფიქრებს და ბოლოს უარს იტყვის. თუ დაგავიწყდა და წაუშლელად გააგზავნე არაფერი არ შველის, უნდა ელოდო, მერე უნდა წაშალო და თავიდან იჩალიჩო.
სერიოზული პრობლემაა, ამ 10 წუთში ხშირად მავიწყდება რომ არ მიპასუხია. მგონია გავაგზავნე, სინამდვილეში არა, ის მელოდება, მეც... კატასტროფაა
ტელეფონი ანდროიდზე ბაზირებული მოტოროლა ატრიქსი, მეორე მხარეს რაღაც სამსუნგი (qwerty, თუ არ ვცდები სიმბიანზე)
მხოლოდ ამ ერთ ნომერთან მიმართებაში მაქვს ასეთი პრობლემა
არავის გაქვთ იდეა რა გავაკეთო? ისევ უკან რომ დავაბრუნო ჯეოსელზე? -შეიძლება ეშველოს?
მადლობა წინასწარ
|