ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ პრესას პირველი ამომწურავი ინტერვიუ მისცა. ის გლდანის მერვე საპყრობილეში გატარებულ 15 დღეს დეტალურად იხსენებს.
_ ცემაში კლავენ პატიმრებს. საჭმელში ჩაუფურთხებენ და აჭმევენ. ცივ წყალში შეაგდებენ და საათობით არ უშვებენ. დააბამენ, დააგდებენ და შეიძლება 2-3 დღე ჰყავდეთ ასე, საკუთარ განავალში ჩამჯდარი, რომ ვერ ინძრევა. წყალს გამოურთავენ და ასე ამყოფებენ დღეების განმავლობაში. შეუვარდებიან საკანში, გახდიან, შეყრიან ხუთ-ექვს კაცს საწოლის ქვეშ და საათობით წიხლებითა და დუბინკებით სცემენ...
პირადად მე ნამდვილად არავის ვუცემივარ, მაგრამ ძალიან ხშირად, გვერდით კორპუსიდან ყვირილის, წივილის, კვნესისა და ცემა-ტყეპის ხმები საათობით ისმოდა. როცა ადვოკატთან აყავხარ, იქ პატიმრები ერთ რიგში არიან გამწკრივებულები. ერთმანეთში ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ მაინც ვახერხებდით დალაპარაკებას. იქ ერთ-ერთმა მითხრა, აქ პატიმრებს დუბინკებით ტ...ნავენო. ერთი პატიმარი ამოიყვანეს. აი, ფილმებში კონცლაგერის პატიმრები რომ გინახავს, ხერხემალზე ჰქონდა ჭიპი აკრული. ჩონჩხი და ტყავი იყო მარტო. ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რატომ არ წაათრევენ ამას `რეზბალნიცაზე~, დღე-დღეზე მოკვდება ეს დედამოტ...ნული და `ტრუპი~ ჩვენ რატომ უნდა დაგვეწეროს, იმათ დაეწეროს, წაათრიონ დროზეო...
საშინელება ამის სიტყვებით აღწერა. როცა იქ, ციხეში, ყველაფერს ამას იგებ, საკუთარი ყურით ისმენ და ხედავ, ფსიქოლო¬გიურად ნადგურდები... წარმოიდგინე, რაც ტელევიზორში ამ დღეებში ვნახეთ, ის ყველაფერი შენს გვერდით ხდება, ეს ყველაფერი გესმის, ხედავ და იცი, რომ, ადრე თუ გვიან, შენი რიგიც დადგება...
ვისაც გამოწერილი გაქვთ გაზეთი "კვირის ქრონიკა", აქ დევს სრული ვერსია
http://alia.ge/index.php?