საიტის შინაარსი: სხვადასხვა ხარისხის ფილმების დიდი კოლექცია ინგლისურ და რუსულ ენებზე, მარტივი ძებნა, ფილმების სორტირება რეიტინგისა და ალფავიტის მიხედვით, ჩვენება კატეგორიებისა და წლების მიხედვით, მარტივი და პრაქტიკული ინტერფეისი, ჩვენება ლოდინის გარეშე,
არანაირი რეგისტრაცია, კომენტარების დამატება ხდება ფეისბუქის ექაუნთის მეშვეობით, დაწვრილებითი ინფორმაციის ნახვა და კომენტარების დამატება ხდება მოდალურ ფანჯარაში (რაც იმას ნიშნავს რომ დაწვრილებითი ინფორმაციის სანახავად, არ მოგიწევთ ლოდინი სანამ გვერდი ჩაიტვირთება, რადგან ფანჯარა ჩნდება მოცემულ გვედზე, ყოველგვარი ლოდინის გარეშე), ასევე ფილმის ჩვენებაც ხდება მოდალურ ფანჯარაში. არანაირი ზედმეტი ელემენტები და ორნამენტები, არანაირი არეული ფერები და ულამაზო ფორმები, არანაირი ზედმეტი წარწერები და შემაწუხებელი ბანერები, არანაირი PopUP ფანჯრები და დაზიანებული ლინკები, გვერდის შემცველობა გამოყენებულია მაქსიმალურად, გვერდზე ფილმები დალაგებულია 4 რიგად და 4 სვეტად, რაც იმას ნიშნავს რომ თითოეულ გვერდზე სტანდარტული 10 სიახლის (ფილმის) მაგივრად მოთავსებულია 16 ფილმი, რაც სასურველი ფილმის მოძებნის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს, ასევე სიახლის ფორმა არის ორიგინალური და ექსკლუზიური ამ ჟანრის საიტისთვის, საიტზე ნებისმიერი სკრიპტი გარდა თვითონ ძრავისა, დაწერილია კონკრეტულად ამ საიტისთვის და არ არის გადმოღებული სხვა რესურსიდან, ასევე საიტი იყენებს საკუთარ სურათების ჰოსტინგს, შესაბამისად არ შეგაწუხებთ სურათის მარჯვენა ან მარცხენა კუთხეში სხვა საიტის ბმულები და წარწერები.
P.S ვალდებული ვარ გითხრათ რომ საიტზე
დროებით გამოიყენება Myhit.ge-ს ბმულები, რაც მოპარვაში არ ჩამომერთმევა, რადგან myhit.ge ღიად გვთავაზობს თითოეული ფილმის Embed კოდს, თუმცა ასევე მინდა გითხრათ რომ გვაქვს შეუზღუდავი ვებ სივრცე, შესაბამისად დავიწყეთ ფილმების ატვირთვა საკუთარ FTP-ზე და უახლოეს მომავალში დავიწყებთ myhit.ge-ს ბმულების ჩანაცვლებას - საკუთარი ბმულებით.
ასევე მინდა გითხრათ რომ ვინაიდან საიტი 1 კვირის წინ შეიქმნა, მიმდინარეობდა სხვადასხვა სამუშაოები, სწორედ ამიტომ საიტზე ფილმების ატვირთვა მხოლოდ დღეს დაიწყო, ამიტომ საიტზე ჯერჯერობით 17ოდე ფილმია, დღეიდან დაიწყება ფილმების რეგულარული ატვირთვა.
ჰოსტინგი: 3owl.com
დიზაინის ავტორი: KinoAction.com
საიტის ბმული:
KinoAction.comსაიტის ლოგო:

შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში გთხოვთ დაპოსტოთ, ასევე მივიღებ ჯანსაღ კრიტიკას.
This post has been edited by PV-Toko on 24 Sep 2012, 22:06