მძვინვარებს პოლიტიკა ჩემ სამშობლოში!
დიდი ნაკადით მოედინება წინასაარჩევნო დაპირებები, კომპრომატები, მაისურები, პლაკატები, დროშები......
დაიტვირთა ხალხი ინფორმაციით!
პატიმრებს აწამებენო, დაიჯერა ყველამ,
რუსულ ფულს ატრიალებენო, დაიჯერა ავტორებმა,
1 მილიარდს დავდებთო, ზოგმა დაიჯერა, ზოგიერთმა არა,
ჩვენ 4-სო, ეგეც ასევე დაიჯერეს, მეტნაკლებად,
ქურდები ჩამოყავსო, არა თქვენ თითონ ხართ ქურდებთანო, ეს ახლო მომავალშია დასაჯერებელი,
29-ში გავავსებთ თბილისსო, 30 -შიო,
გაწვალდა საზოგადოება...
ძნელია გაარკვიო ვინ ვის მიტინგშია...
ვის რისი ჯერა...
არდა დასაჯერებელი ჯერ კიდევ ბევრია!
რა გაძლებს ეს ერთი კვირა!
სადა ხარ, სად მოგზაურობ.........