გამოცდის თარიღი დაზუსტებული ჯერ არ არის. (ჩემი აზრით, როგორც შარშან იყო, ოქტომბრის პირველ რიცხვებში)
საბუთების შეტანა წარმოებს 10დან 21 სექტემბრის ჩათვლით .10სთ - დან 18- სთ მდე, შესვენება 13-14 სთ-მდე. მისამართი: ვაჟა-ფშაველას გამზირი N29, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შემაერთებელი კორპუსი, 1 სართული.
უნდა წარადგინო: 1. უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი (დედანი, 2 ასლი);
2. დიპლომის დანართი (დედანი, 2 ასლი);
3. პირადობის მოწმობა (დედანი, ასლი);
4. ავტობიოგრაფია ან CV;
5. ფოტოსურათი 2.
კონკრეტული ტესტები თუ გაინტერესებს
http://rama.moh.gov.ge/index.php?inside_page=9&lang=geo აქ, პირველივე წერია- 'საკვალიფიკაციო ტესტები' და გადმოწერე.