იმ სადისტური და სრულიად არაადამიანური ფაქტების გამო

ჩემი ერთი ნათესავი, ბავშვობა ვისთანაც ერთად მაქვს გატარებული, სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მუშაობდა ადრე, კაი ხანია არ ვიცი ახლა სადაა.
ამ ვიდეოებს რომ ვუყურებ-ხოლმე, სულ მეშინია არ დავინახო, რადგან ეს ჩემთვის ტრაგედია იქნება.
ყოველ ახალ ვიდეოზე, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის აუტანლად მძიმეა ყურება, მაინც ვერ ვწყვიტავ თვალს, და ჩავკირკიტებ ყველა სახეს, მთავრდება ვიდეო და მთავრდება ჩემი, პიროვნულიც, ტანჯვაც, მაგრამ ვიცი, რომ რაც გავრცელდა, ის მხოლოდ მცირედი ნაწილია. ვერც ვურეკავ მის ოჯახს და ვერ ვეკითხები ვერაფერს!
ჩემთან კამათისას ნუ ეცდებით იმ იდიოტის როლში აღმოჩნდეთ, გამწარებული რომ ეძებს შავ კატას ბნელ ოთახში, და რომ ვერ პოულობს, რადგან ის იქ არ არის, ისევ მე ნუ დამაბრალებთ, შენ თავად რატომ არ ხედავო?
...
არასდროს დახარჯოთ დრო ახსნა-განმარტებებში, რადგან ადამიანებს მხოლოდ ის ესმით, რისი გაგებაც უნდათ