ზოგადად შემეცნება დღესდღეობით გაიგება როგორც სამყაროს დიალექტიკური სტრუქტურიზაცია. სამყარო მეტწილად ქაოტურია შესაბამისად მისი სტრუქტურიზაცია დაახლოებით იგივეა ირაციონალური რიცხვი რომ წარმოადგინო ათწილადის სახით.
აღმოჩენები(წინსვლები) მეცნიერებაში შეგვიძლია ორ ტიპად დავყოთ - რევოლუციურად და სპონტანურად.
რევოლუციური ტიპი ოდითგანვე მეცნიერ-ავანტიურისტების საყვარელი გართობა იყო - გაიღვიძებდა ერთ მშვენიერ დღეს მერვეკლასელი ფიზიკოსი(სიტყვაზე), გადაწყვეტდა რომ მერვე კლასის ფიზიკა რომელსაც მთელი სკოლა სწავლობს არ მოსწონს და დაწერდა მეცხრე კლასის ფიზიკას მერე ვიღაცა ამისივე კლასელი მარა ცოტა უფრო ჭკვიანი სხვა მეცხრეკლასის ფიზიკას დაწერდა და სკოლა რომლებსაც არც ერთის ესმოდა არც მეორესი იძულებული იყო შიზოფრენიკებად შეერაცხა ესენი, საბოლოო ჯამში თუ ამ შიზოფრენიკებს მიმდევარი გამოუჩნდებოდა სკოლა იძულებული ხდებოდა შემოეღო ახალი კლასი. და ა.შ. ნუ ეს მეტაფორულად.
შემეცნების მეორე ტიპი - ცდისა და შეცდომის მეთოდი(ბრუტფორსი), პრინციპული თვალსაზრისით ყოველთვის უფრო სტაბილურ შედეგს იძლევა. ბოდიალისტებს ნამეტანი ნიჭს სტრუქტურიზირების საკითხებში ვერ დავაბრალებთ სამაგიეროდ მათი ძალისხმევა ნამდვილად საარაკოა.
უხსოვარი დროიდან ადამიანებს აქვთ კეთილი ტრადიცია პატივი სცენ ბოდიალს როგორც ასეთს და ეს პატივისცემა გამოხატონ სპეციალური პარამეცნიერებებით რომლებიც თავიდან ბოლომდე წარუმატებელ ნაბოდვილარს წარმოადგენს.
ამ თემაში მინდა განვიხილოთ ბოდიალიზმის კოგნიტური აპარატის ფუნდამენტალური შემადგენელი - თავისუფალი ბოდვა, მისი გამომწვევი ფაქტორები, კატალიზატორები.
ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ბოდვის ხიბლია; რა აიძულებს საზოგადოებას აიტაცოს უკომპრომისო ნაბოდვილარი...
ps გილოცავთ განყოფილების გახსნას