მინდა, ერთმანეთს გავუზიაროთ მეთოდები, რომლითაც ვაწესრიგებთ ჩვენს თავებს, ჩვენს ცოდნას, ჩვენს სახლს და სამუშაო გარემოს, თვითონ სამუშაოს ან ცხოვრებას და ა.შ.
მულტიტასკინგი გამოდის ადამიანის ცხოვრება, მრავალ ადამიანს ვეკონტაქტებით, ბევრს საქმეს ერთად ვეჭიდებით, ჩვენი ტვინი კი აზროვნების სფეროში უნი-ტასკინგურია. ჩვენი მთლიანი, ინტეგრალური პიროვნება და ცნობიერება ერთ მომენტში მხოლოდ ერთ თემაზე ფიქრობს, ერთზე აკონცენტრირებს ყურადღებას. ძალიან ძნელია ერთდროულად ორ ან მეტ საგანზე იფიქრო და ბევრი ვერ ახერხებს ამას )) ხოდა საჭირო ხდება მეთოდების მოძებნა მულტიტასკინგის გასაქაჩად.
პრინციპში, ზოგადი და კარგი აზრით პოლიტიკაც ქალაქი-სახელმწიფოების მართვის ხელოვნებას ნიშნავს და ისიც ამ ბუნების მოვლენაა.
ზოგი ტაიმერს ხმარობს, ზოგი _ მობილურს, ზოგი _ ბლოკნოტს და ჩანაწერების წიგნს, ვადგენთ დროით ცხრილებს და განრიგებს, ვცდილობთ მოვამზადოთ და მოვაწესრიგოთ ყველაფერი საქმის დაწყების მომენტისთვის.
მახსენდება ასეთი ფენომენიც _ შემოქმედებითი ქაოსი _ რაღაც მომენტში ცაიტნოტის ქვეშ მიმდინარე საქმე ბადებს ქაოსს, როგორც გვერდით მოვლენას, მაგრამ თუ ყველაფერი სწორად მიდის, იქვე ჩნდება წესრიგიც.
იმედი მაქვს, ავხსენი, რაზე მინდა ვისაუბროთ ამ თემაში. რელიგიური ნაკლებად უნდა იყოს ეს თემა, უფრო ფილოსოფიურია. ამ არჩევნების პერიოდში ეს აპოლიტიკური, ზოგადი და აკადემიური თემაა, მაგრამ ცოტას გადაგვრთავს და განგვმუხტავს, იმედია და თან თემაში დასახული საქმეც გაკეთდება
This post has been edited by ლაბარნა on 26 Sep 2012, 00:42
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)