ყოველ არჩევნებზე ნაცები ახალ-ახალ ბუას იგონებენ:
ხან რუსეთის აგრესიის საფრთხეს, ხან 90იანებში დაბრუნების და სამოქალაქო ომის საშიშროებით გვაშინებენ, ხან რაღაც სხვით.
ამჯერად ქურდების საფრთხეს მიაწვნენ.
უმრავლესობას დღეს ეს სისულელეები უკვე აღარ გვჯერა და ვიცინით, თუმცა ხე შეძახილით ხმებაო და რაღაც ნაწილში მაინც გამოიწვიეს ეჭვები, განსაკუთრებით მერყევებში, გულუბრყვილოებში და ნაკლებად განათლებულებში.
დღევანდელი გადასახედიდან ის "საფრთხეები" რითაც არჩევნების წინ გვაშინებდნენ, სასაცილო ჩანს, თუმცა იმ მომენტისათვის შეიძლება ზემონახსენები ტიპის ამომრჩეველზე იმუშავა კიდეც: მაგალითად, გასული წლის აქციების დროს, საზოგადოების ნაწილმა დაიჯერა რომ რუსეთი კამაზით აპირებდა საქართველოს ანექსიას.
დრო რომ გავიდა, მერე დავინახეთ, რომ რუსების შნირებიც ესენი არიან და 90-იანებზე არანაკლებ უბედურ სიტუაციაში არც ახლაა საქართველო (ციხეებშის კადრების მერე). ახლაც სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ქურდებთანაც გამწარებულები სწორედ ესენი თანამშრომლობენ, გასაგები მიზნებით. ამიტომ გთხოვთ, ნორმალურად მოაზროვნე ხალხს, ნუ წამოეგებით ამათ ანკესზე და ქურდი დღეს წამებულია და ასეთი სისულელეებით ნუ გამოიყვანთ ამ მართლა ქურდულ და კრიმინალურ საზიზღარ რეჟიმს ქურდებთან მებრძოლად. მით უმეტეს, რომ ცნობილია, თუ როგორ იყენებენ ამ ქურდებს ("თავის" ქურდებს) საკუთარი ბინძური მიზნებისათვის. რეჟიმი ისტერიაშია და ყველაფერზე მიდის, ეს ყველაფრიდან ჩანს.
ქურდი მოდის, ქურდი მოდის - ვაი, თქვენს პატრონს