დამშვიდდი. ისე, საათაურში ჟვანიას სახელი რომ გაჟღერდეს, კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიპყრობს, იმჰო.
ლოგიკურია ის ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება სწორედ ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს, - ამის შესახებ გარდაცვლილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას ქვრივი, ნინო ქადაგიძე-ჟვანია გაზეთ "ყველა სიახლესთან" ინტერვიუში საუბრობს.
მისივე განმარტებით, სიმართლის დასადგენად ბრძოლა იმის გამო შეწყვიტა, რომ მისი შვილებისა და პირადად მისი სიცოცხლე სასწორზე იდო.
"ლოგიკურია ის ეჭვი, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უკავშირდება სწორედ ახალაიას, ალანიასა და მელნიკოვს, რომლებიც შემდეგ უკვე გირგვლიანის მკვლელობისას ამ ხელისუფლების მფარველობის ქვეშ აღმოჩნდნენ. ხელისუფლებამ საზოგადოების განწყობა ფეხებზე დაიკიდა და ეს ადამიანები არ დასაჯა. როგორც ჩანს, ზურაბ ჟვანიასა და გირგვლიანის მკვლელობები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული. არ გამოვრციხავ, რომ ამის დამადასტურებელი რაიმე მასალები ნამდვილად არსებობდეს. დღემდე ძალიან ბევრი მოვითმინე", - აცხადებს ქადაგიძე-ჟვანია.
ამასთან, გარდაცვლილი პრემიერის მეუღლის აზრით, ბოლო წლების განმავლობაში სააკაშვილი პიროვნულად რეგრესირებს და ამას ყველა ხედავს.
"ის სულ უფრო და უფრო უინტერესო, ზედაპირული და ამორალური ხდება... საბოლოოდ ყველაფერი არჩევნებამდე მიდის, ადამიანებმა არ იფიქრონ, რომ არაფერი შეიცვლება. დღეს დგას მომენტი, რომ ყველაფერი საზოგადოების გადასაწყვეტია. მთავარია, ყველამ იცოდეს, რომ თავიანთი არჩევანით არაერთი ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენენ, აღარაფერს ვამბობ ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე", - მიიჩნევს ნინო ქადაგიძე-ჟვანია.
მასალის გამოყენების პირობები
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...-melnikovs.html
Вечность - это утомительно. Особенно под конец.
Я смерти не боюсь, но не хочу при этом присутствовать.
Вуди Аллен.