მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
10:52 26-09-2012
საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიის პარალელურად შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების პირველ პირებთან გამართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემები ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, განხორციელებული რეფორმები და მოახლოებული არჩევნები იყო.
ნიუ-იორკში ვიზიტისას, მიხეილ სააკაშვილმა პირისპირ შეხვედრები გამართა პოლონეთის პრეზიდენტ ბრონისლავ კომაროვსკისთან და დომენიკის რესპუბლიკის პირველ პირ დანილა მედინა სანჩესთან. საუბრის მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობა, რეგიონალური უსაფრთხოება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო. მხარეები ასევე შეეხნენ საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, კერძოდ, ჩრდილოეთ მეზობლისგან მომდინარე საფრთხეებს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, რუსეთი კვლავ ცდილობს სხვადასხვა მეთოდებით მოიპოვოს სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება.
დომენიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი საქართველოში განხორციელებული რეფორმებითაც დაინტერესდა. მისივე ინიციატივით, ამ რეფორმების ადგილზე გაცნობის მიზნით, დომენიკის ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ეწვევიან. ამავე შეხვედრის ფარგლებში, დანილა მედინა სანჩესმა საქართველოსთან ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის სურვილიც გამოხატა.
ქვეყნის პირველი პირი ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისაც შეხვდა.
იპნ
თან არქიფო დღეს უკან გამორბის, თურმე.
გორში იუსტციის სახლი ჰქონია გასახსნელი

არ თქვა ახლა ამ ქვეყანაში უმუშევარად ყოფნა წარმოუდგენელიაო.

ისე
რა დავწერე ნეტავ, ასეთი?
This post has been edited by forumeli64 on 26 Sep 2012, 11:29
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!"
"არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში!
ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...