აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის საფეხბურთო ნაკრებებმა სოხუმში მატჩი გამართეს
16:03 26-09-2012
25 სექტემბერს აფხაზეთისა და მთიანი ყარაბახის საფეხბურთო ნაკრებებმა სოხუმში ამხანაგური შეხვედრა გამართეს.
სოხუმის რესპუბლიკურ სტადიონზე გამართული მატჩი, რომელიც ფრედ, 1:1 დასრულდა, არააღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ასოციაციის ფარგლებში გაიმართა და ის დე-ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, რომელიც 30 სექტემბერს აღინიშნება.
თამაშს არაღიარებული რესპუბლიკების ოფიციალური პირები, ასევე, ომის ვეტერანები ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრის რანგში მატჩს ლონდონის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი, რუსეთის სახელით მოასპარეზე დენის ცარგუში დაესწრო.
"არაღიარებული რესპუბლიკების საფეხბურთო ასოციაციების ოფისი არაღიარებული რესპუბლიკების ამხანაგურ შეხვედრებს ევროპულ დონეზე ატარებს.
მთიანმა ყარაბახმა ამ წელს მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანა და დადებითი პასუხი მიიღო", - აღნიშნა kavkaz-uzel.ru-სთან ინტერვიუში მთიანი ყარაბახის არაღიარებული რესპუბლიკის სპორტის მართვის წარმომადგენელმა.
მთიანი ყარაბახისა და აფხაზეთის ნაკრებების საპასუხო შეხვედრა 22 ოქტომბერს, სტეპანარკეტეში გაიმართება.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/uckhour...-gamarthes.htmlაჰა ხალხო, სანამ ჩვენ, ქართველები საქართველოში ერთმანეთს დედის #####ს ვაგინებთ, ერთნი ტრაკში ურჭობთ ცოცხს მეორეს, ხოლო მესამენი რამკიან ქურდებს ტაკოებს უკოცნით - აგერ ა ბატონო ყურის ძირში ზოგიერთებისთვის სანუკვარი მატჩი შედგა! გასაგებია სეპარატისტული ტესტ მატჩი იყო, მაგრამ ხომ შესრულდა აფხაზური ჰიმნი? ხომ გამოვიდა აფხაზთა ნაკრები მწვანე-წითელი ნაიკის (ჩვენი იაკოს ტრიაპკისგან განსხვავებით... აქაც, ამ დარგშიც რომ პირჩი მოგვცეს ვიღას ჭუჭუებმა...

) ეკიპირებით? აგერ ბატონო წამყვან სომხურ საიტებში როგორ უკრავენ ტაშს ამ მატჩს და როგორ ადიდებენ ამ დიდ მოვლენას... როგორი გულისფანცქალით ელოდებიან განმეორებით ტესტ მატჩს სტეპანაკერტში...
არა, არაფერი მომხდარა... ჩვენ მაგას დავანებოთ თავი, ჩვენ ჯერ ერთმანეთის დედის #####ის გინებაში უნდა ვიჯეროთ გული...