როგორც დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ გავრცელებულ მიმართვაშია ნათქვამი, ტელეკომპანია “რუსთავი 2″-ის დამფუძნებლები და ყოფილი მფლობელები ტელეკომპანიის თანამშრომლებს მოუწოდებენ, “რუსთავი 2″-ს თავისუფალი მედიის სტატუსი დაუბრუნონ.
“სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლებს. ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალს, შემოქმედებით ჯგუფს. ყველა იმ ადამიანს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში გვიკეთებია ჩვენი ტელევიზია. ქართული სახელმწიფოსთვის ამ კრიტიკულ მომენტში რვაწლიან დუმილს ვარღვევთ და მოგმართავთ თქვენ. ქვეყანაში ძალადობა მეფობს. ძალადობაა არა მარტო ციხეში, ძალადობაა ყველა სფეროში: სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში, სასწავლებლებში, სასამართლოში, პოლიციაში, მედიაში, სრულიად საზოგადოებაში. ტოტალური ძალადობა დღეს არ დაწყებულა. ის ნელ-ნელა იკრებდა ძალას, ნაბიჯ-ნაბიჯ და მიაღწია კრიტიკულ ზღვარს.
შეგახსენებთ, ჩვენ ერთად ვართ ძალადობის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი სახელმწიფო მანქანის მხრიდან. უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლის, თვალთვალის, დაუფარავი მოსმენების, ორგანიზაციის ხელოვნურად გაკოტრების რეჟიმზე გადაყვანის შედეგად გვაიძულეს “რუსთავი 2″-ის საკონტროლო პაკეტის დათმობა. ამ ფაქტმა დასაბამი მისცა მედიაში დღეს არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. სწორედ ამიტომ ჩვენ კარგად გვესმის რა წნეხის ქვეშ იმყოფება თითოეული თქვენგანი, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში. “რუსთავი 2″-ის წარმატებას ყოველთვის განაპირობებდა გუნდის პრინციპულობა და პროფესიონალიზმი. წლების განმავლობაში უსამართლობის წინააღმდეგ ბევრჯერ გვიბრძოლია, ერთად გამოვსულვართ გამარჯვებული უთანასწორო ბრძოლაში. გთხოვთ გაიაზროთ, პროცესების ობიექტურად და მიუკერძოებლად გაშუქება არა მარტო თქვენი უფლება, არამედ მოვალეობა და პასუხისმგებლობაა, მითუმეტეს “მასთ ქერის” შეწყვეტის პირობებში. მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სამოქალაქო პოზიცია, უთხარით “არა!” პროპაგანდას და სიცრუეს, დაუბრუნეთ “რუსთავი 2″-ს თავისუფალი მედიის სტატუსი. ყოველთვის გვიგულეთ თქვენს გვერდით. ვემიჯნებით რა ყველა პოლიტიკურ ორგანიზაციას, იმედს გამოვთქვამთ, მიუკერძოებელი სასამართლოს პირობებში კვლავ ერთად შევძლებთ იმ საქმის კეთებას, რასაც თავისუფალი დამოუკიდებელი ტელევიზია ჰქვია”, – აღნიშნულია მიმართვაში.
http://opinion.ge/?p=25057
Немцы и Инопланетяне, Немцы и Тибет, Немцы и динозавры, Немцы и машина времени....Надо создать министерство по изучению немцев....ибо НЕМЦЫ это что то темное и таинственное....
-гендальф, а мордор ето направо или налево?
-налево