მაინტერესებს თუ გისარგებლიათ ვინმეს ამ სერვისით.
ორი კვირის წინ მივწერე წერილი ელ. ხელმოწერით ერთ ერთ ადმინისტრაციულ ორგანოს. წერილშივე მივუთითე კანონი და ის კანონქვემდებარე აქტის რის თანახმადაც ამ წერილს გააჩნდა იურიდიული ძალა და ვალდებულნი იყვნენ გაეტარებინათ რეგისტრაციაში. იმელზე თავიდან დამიდასტურეს მიღება მაგრამ როგორც დღეს გავარკვიე რეგისტრაციაში არ გაუტარებიათ. მიზეზს ვერაფერს ვერ მეუბნებიან.

მოკლედ მაინტერესებს ვინმეს თუ გისარგებლიათ ელ. ხელმოწერით.
თუ მიგიღიათ პასუხი.