საქართველოს პარლამენტის შენობას გასაყიდად ამზადებენ
16:48 14-04-2011
საქართველოს პარლამენტის შენობას, სავარაუდოდ, პრივატიზებისთვის ამზადებენ. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტის შენობა უკვე დაათვალიერებინეს არაბ და ბერძენ ინვესტორებს.
აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება პარლამენტის აპარატის უფროს დავით ჯანიაშვილთან ვერ მოხერდა.
თუმცა, მოსალოდნელი პრივატიზების შესახებ ინფორმაცია არ გაჰკვირვებია მთავრობის საპარლამენტო მდივან გია ხუროშვილს.
მისივე განმარტებით, კონკრეტული ინფორმაციის შესახებ არაფერი იცის, თუმცა არ უნდა იყოს გასაკვირი, თუ თბილისში არსებული შენობის პრივატიზება მართლაც მოხდება.
ხუროშვილის თქმით, ნათელია, რომ როდესაც საქართველოს პარლამენტი ქუთაისში გადავა, პარლამენტს ორი შენობა აღარ დასჭირდება.
"ერთი რამ შემიძლია ცასლახად გითხრათ, თუ პრივატიზება განხორციელდა, ეს პროცესი იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე", – განაცხადა ხუროშვილმა.
საქართველოს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ქუთაისში მომავალი მოწვევის პარლამენტი უნდა გადავიდეს.
"საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელია თბილისი და ქუთაისი. პარლამენტის პლენარული სხდომები იმართება მხოლოდ ქუთაისში", – ნათქვამია კონსტიტუციაში, თუმცა თბილისის შენობის პრივატიზების შემდეგ, სავარაუდოდ, კონსტიტუციაში კიდევ ერთი ცვლილება შევა და პარლამენტის ადგილსამყოფელად მხოლოდ ქუთაისი დარჩება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...-amzadeben.html----------------------------------------------------------------------------------
ალბათ ამ შენობასაც იმელივით დაანგრევენ...