#33227925 · 29 Sep 2012, 00:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მაინტერესებს, დღევანდელი საარჩევნო კანონის შემთხვევაში როდის ითვლება საარჩევნო ბიულეტენი გაუქმებულად? კიდევ მაქვს რამდენიმე კითხვა: 1. თუ მივედი საარჩევნო უბანზე და გადავხაზე ყველა პარტია, ბიულეტენი გაუქმდება? 2. თუ ზემოაღწერილ შემთხვევაში ბიულეტენი გაუქმდება, მე როგორც ამომრჩეველი ჩავითვლები როგორც არჩევნებში მონაწილეობამიღებული? 3. თუ ჩავითვლები, საბოლოო ხმების დათვლისას, ჩემს მიერ ყველა გადახაზული რაიმენაირად აისახება თუ არა პარტიების საბოლოო პროცენტულ შედეგებზე? 4. რატომ არ არის ბიულეტენში პუნქტი - არავის ან ყველას წინააღმდეგ? ==== თუ ყველას გადახაზვა არანაირად არ დააკლებს არცერთ პარტიას %-ს, მაშინ იძულებული ვიქნები ვინმე შემოვხაზო, მაგრამ ვინ? ისევ მემარჯვენეები? თუ მათ ბარიერი ვერ გადალახეს, ამ შემთხვევაშიც არ ექნება აზრი. საბოლოო მანდატები გასულებს შორის გადანაწილდება ისევ, არადა როგორ არ მინდა რომელიმე მხარეს ქონდეს საკონსტიტუციო უმრავლესობა... "ყოფნა-არყოფნა"... ერთი სიტყვით, ვფიქრობ, საერთოდ არ წავიდე არჩევნებზე თუ როგორ მოვიქცე.
This post has been edited by Natuka NGN on 29 Sep 2012, 00:40
--------------------
http://natalimade.wordpress.com/ http://psiqea.wordpress.com https://www.facebook.com/TrendyHandmadeBeadsByNatalie
|