ბიძინას "ჯანდაცვის" პროგრამა:
„საჩხერეში ყველა მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით ისარგებლოს. ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ასეთივე უფლება. ჩვენ შევქმნით ევროპული ტიპის ჯანდაცვის სისტემას, რომელიც სოციალური სოლიდარობის პრინციპებს დაეყრდნობა. სახელმწიფო ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურებით“.
ბიძინა ივანიშვილი
ცვლილებები რეალური შედეგისთვის!
ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის პრივილეგია, ეს თითოეული ჩვენგანის უფლებაა!
მოშლილია პირველადი ჯანდაცვის სისტემა
საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის ხელმიუწვდომელია მინიმალური ჯანდაცვა
მშობიარობასთან დაკავშირებული ხარჯები ბევრი ოჯახისთვის სერიოზული პრობლემაა
არაეფექტიანია უმწეო და სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დაზღვევა
მონოპოლიზებულია სამედიცინო სფერო, განსაკუთრებით ფარმაცევტული და სადაზღვევო ბიზნესი. ეს კი სამედიცინო მომსახურებისა და მედიკამენტების გაძვირებას იწვევს
განსაკუთრებით დაუცველი არიან ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მქონე ადამიანები
არაეფექტიანი და მონოპოლიზებული სისტემის გამო, დაუცველია ექიმთა უფლებები. მომსახურების სიძვირის მიუხედავად, დაბალია მათი ანაზღაურება
ჩვენ ამას შევცვლით!
სახელმწიფო აიღებს პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე!
დაზღვეული იქნება საქართველოს ყველა მოქალაქე
ყველა სოფელს/თემს ექნება ამბულატორია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის
ყველა რაიონულ ცენტრში გაიხსნება დიაგნოსტიკური ცენტრები, სტაციონარული საავადმყოფოები, სამშობიარო სახლები
მოისპობა მონოპოლიები როგორც ფარმაცევტულ, ისე სადაზღვევო ბაზარზე. მკვეთრად გაიაფდება მედიკამენტები და სამედიცინო მომსახურება
ჯანდაცვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებით გაიზრდება მედპერსონალის ანაზღაურება,
კვალიფიციურ ექიმებს ექნებათ ღირსეული სამუშო ადგილი
სამედიცინო დაზღვევის უნივერსალური პაკეტით სრულად დაფინანსდება:
ამბულატორიული მომსახურება (ოჯახის/სოფლის ექიმი და სპეციალისტები);
მოსახლეობის პროფილაქტიკური გამოკვლევები (სკრინინგი) და იმუნიზაცია (აცრა);
სასწრაფო სამედიცინო დახმარება;
ჰოსპიტალური მომსახურება (მათ შორის გულის სისხლძარღვთა სტენტირება, შუნტირება);
ორსულთა მოვლა და მშობიარობა;
უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა (მათ შორის სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია);
გადაუდებელი სტომატოლოგია
მედიკამენტები - პირველადი მოხმარების (ესენციური) მედიკამენტები 50%-იანი ფასდაკლებით.
გაორმაგდება შემდეგი პროგრამების დაფინანსება:
- დიაბეტის პროგრამა
- ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა
- ანტირაბიული (ცოფის საწინააღმდეგო) დახმარების პროგრამა
- უსაფრთხო სისხლის პროგრამა
ამასთანავე, დაფინანსდება სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამები:
ტუბერკულოზის პროგრამა
დიალიზისა და თირკმლის გადანერგვის პროგრამა
ნარკომანიის მკურნალობის პროგრამა
ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობის პროგრამა
აივ-ინფექცია/შიდსის პროგრამა
ინკურაბელურ პაციენტთა პალიატიური მკურნალობის პროგრამა
იშვიათი დაავადების მქონე ავადმყოფთა მკურნალობის პროგრამა
პროფესიულ დაავადებათა პრევენციის პროგრამა
უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და კვლევების ხელშეწყობის პროგრამა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მზრუნველობის პროგრამა
ჩვენ ვიცით, როგორ შევქმნათ ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ჯანდაცვის სისტემა!
ჩვენ ვიცით, როგორ ავიხდინოთ ქართული ოცნება!
http://gd.ge/?m=8&double=20 This post has been edited by Jedai on 29 Sep 2012, 10:16