"ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო ყრილობაზე წასვლა თბილისის ბაღების თანამშრომლებსაც დაავალეს
10:56 28.09.2012
ეროვნულ სტადიონზე დაგეგმილი "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობის გამო თბილისის ბაღებმა მშობლებს ბავშვების ადრე გაყვანა სთხოვეს.
ამის შესახებ "პირWელს" ერთ-ერთმა მშობელმა განუცხადა.
"დილით, როცა ბაღში ბავშვი მივიყვანე, მითხრეს, რომ დღეს ბავშვების ცოტა ადრე გაყვანა მოგიწევთ, რადგან ეროვნულ სტადიონზე "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე უნდა წავიდეთო", - აღნიშნა მშობლებმა.
აღსანიშნავია, რომ "ნაციონალების" წინასაარჩევნო ყრილობაზე დასწრება თითქმის ყველა საჯარო დაწესებულების თანამშრომლებს და არა მარტო მათ დაევალათ.
როგორც "პირWელს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, კომპანია "ყაზსტრანსგაზის" თანამშრომლებს "ნაციონალური მოძრაობის" მხარდასაჭერად საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აიძულებენ.
მისივე ცნობით, "ყაზსტრანსგაზში" პრეზიდენტთან შესახვედრად წამსვლელთა სიას წერენ, თანამშრომლებს წასვლის სურვილი არ აქვთ, თუმცა უარის შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან".
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სააგენტო კომპანია "ყაზსტრანსგაზს" დაუკავშირდა, სადაც აღნიშნული კატეგორიულად უარყვეს.
"სისულელეა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადეს კომპანიაში.
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=16716