"ქართული ოცნება" ხვალ თბილისსა და ქუთაისში აქციას გამართავს"ქართული ოცნება" ხვალ თბილისსა და ქუთაისში აქციას გამართავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, აქციები საქართველოს ორ ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება.
მისივე განმარტებით, კოალიციის მხარდამჭერები თბილისში "თავისუფლების მოედნამდე", ქუთაისში კი ცენტრალურ მოედნამდე მსვლელობებით მივლენ.
"თავისუფლების მოედნისკენ" მსვლელობები 4 წერტილიდან - ვაკის პარკიდან, სპორტის სასახლიდან, "დინამოს" სტადიონიდან და ავლაბრის მეტროდან 14:00 საათზე დაიწყება. მსვლელობები მოეწყობა ქუთაისშიც. რაც შეეხება უშუალოდ აქციას, ის ორივე ქალაქში ერთდროულად, 16:00 საათზე დაიწყება", - განაცხადა ფანჯიკიძემ.
კოალიციის პრესსპიკერი დარწმუნებულია, რომ აქციები მასშტაბური იქნება.
"ჩვენ აქციები თბილისიდან, 27 მაისს დავიწყეთ და მაშინ ჩვენს მხარდასაჭერად დედაქალაქისთვის უპრეცენდენტო რაოდენობის ხალხი გამოვიდა. ხვალ კიდევ უფრო მეტს ველოდებით. ასევე, ძალიან ბევრ ხალხს ველოდებით ქუთაისში. ხვალ მოხდება ის, რასაც ამ თვეების განმავლობაში ვპირდებით ჩვენს ამომრჩეველს. ჩვენ ერთ მუშტად შევკარით საქართველო და 1-ელი ოქტომბრიდან ოცნებების ახდენა იწყება", -განმარტა კოალიციის პრესსპიკერმა.
http://www1.interpressnews.ge/ge/politika/...gamarthavs.html This post has been edited by გიგლა on 28 Sep 2012, 20:56