ივლისის თვე _ შენი თვეა _ ლუდის აქაფქაფების დრო!
თანაც ცხვირწინ გაუხსნიათ დიდებული კაფე-ბისტრო”
ისევ ამირანასთან ხარ! _ ერთად ხვდებით დილის სისხამს!
_ არ ვსვამ!
_ კი სვამ! _ ის იცინის და “აბსოლუტ ვოდკას” გისხამს!
ამ ცხოვრებას _ თან მწარეს და თან უფერულს _
არაყივით _
კიდევ კარგი, ზოგ_ზოგივით არ ენდე და არ აყევი!
სულ ასეა: ჩაგაფიქრა არყოფნის და ყოფნის არსმა! _
სულ ერთია არწევა და წევა, ანდა სმა და არსმა...
ამ `აბსოლუტ ვოტკასავით~ გაქრები და
განქარდები...
ფრიალ-ფრიალ წავლენ ცისკენ შენი უჯრის
ქაღალდები!
მაინც გიყვარს ივლისის თვე _ ლუდის აქაფქაფების
დრო!
”მაშ, დალიეთ!
მაშ, გიყვარდეთ!
მაშ, ეწვიეთ კაფე _ ბისტროს!“.
------------------------
ჰა, ერთი აქაც