#33236863 · 29 Sep 2012, 17:37 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიძინა ივანიშვილი – არ მინდა თქვენი არჩევანით ვინმეს ანგარიში გაუსწოროთ 17:06 29-09-2012 ჩვენი საზოგადოება, რომელიც 9 წლის განმავლობაში უამრავი სისასტიკისა და დანაშაულის მოწმე გახდა, გაბრაზდა, მაგრამ არ მინდა, თქვენი არჩევანით ანგარიში გაუსწოროთ ვინმეს , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა "თავისუფლების მოედანზე", კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კოალიციის ლიდერმა მოსახლეობას მოუწოდა, გადაწყვეტილება გონების კარნახით მიიღონ, რადგან ჯიბრით მიღებული გადაწყვეტილება კარგ შედეგს არ მოიტანს. "ჩვენ არჩევნებით უნდა დავამარცხოთ სისტემა, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში უბედურება მოიტანა. უნდა შევძლოთ და პირველად ისტორიაში, მშვიდობიანი გზით დავიბრუნოთ ღირსება. 1-ელ ოქტომბერს ხალხი აირჩევს ხელისუფლებას, რომელიც მის სამსახურში ჩადგება. ალბათ ამ წლების განმავლობაში ამდენი უბედურება უნდა გადაგვეტანა, რომ ამიერიდან, პირველივე დღიდან ხელისუფლებას ანგარიში მოვთხოვოთ", - განაცხადა ივანიშვილმა. გარდა ამისა, კოალიციის ლიდერმა ქართველ პედაგოგებს, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, ვეტერანებს, დევნილებსა და ემიგრანტებს მიმართა. ივანიშვილმა საჯარო მოხელეებსაც მოუწოდა, ემსახურონ ხალხს და არა რომელიმე ხელისუფლებას. "მე მჯერა, რომ თქვენ ყოველთვის ქვეყნისა და ხალხის სადარაჯოზე იქნებით და არასოდეს შეასრულებთ უკანონო ბრძანებას. პოლიციელებო, თქვენ ფიცი გაქვთ დადებული, რომ დაიცავთ სამშობლოს და არა სააკაშვილის ხელისუფლებას. არ აიღოთ ხელი თქვენი დებისა და ძმების წინააღმდეგ. ყველამ ვნახეთ, ხელისუფლებას რომ დასჭირდა, ხელი შეაწმინდა შემსრულებლებს. არ დაუშვათ იგივე თქვენთან მიმართებაში. ეს დრო მალე წარსულს ჩაბარდება და თქვენს ერთგულებას აუცილებლად დაგიფასებთ ჩვენი ხალხი", - მიმართა სამართალდამცავებს ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერი ვეტერანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებსა და დევნილებს ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნას დაჰპირდა. "მივმართავ აფხაზ და ოს ძმებს – ჩვენ ერთმანეთის სისხლი დავღვარეთ, აუნაზღაურებელი მსხვერპლი გავიღეთ, მაგრამ შევძლებთ ერთმანეთის პატიებას. სამძიმარს ვეტყვით აფხაზ და ოს დედებს, აღვადგენთ ურთიერთობებს და საერთო მომავალზე ვიზრუნებთ", - აღნიშნა ივანიშვილმა. "ქართული ოცნების" ლიდერი ასევე ქართველ ემიგრანტებს დაჰპირდა, რომ საქართველო მალე მათი ოცნების ასრულების გზას დაადგება და დარწმუნდებიან, რომ მათი ცოდნა და გამოცდილება საქართველოს ჰაერივით სჭირდება. "ჩვენ ის გუნდი ვართ, რომელიც ხელში აიღებს ხელისუფლებას და ხალხის სამსახურში ჩადგება. ჩვენ აუცილებლად შევესწრებით ხელისუფლების უბადრუკ გაბრძოლებას, მაგრამ კეთილგონივრულად გავუმკლავდებით", - აღნიშნა ივანიშვილმა.
იპნ
--------------------
"არ შეიძლება კომპრომისზე წასვლა იმ ადამიანებთან, რომლებიც სულისა და ღმერთის არსებობას უარყოფენ!" "არსებობს ამ ქვეყნად მშვიდობაზე მეტი ფასეულობა - თავისუფლება!"-რონალდ რეიგანი.
გამიშვით! ვიჯდე, მე ჩემს ჭაობში! ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა!...
|