მუხლი 68. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა
1. საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს.
2. გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ:
ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება;
ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები;
გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში;
დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება;
ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს;
ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი;
ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის "ე" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაძლებელია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობა, თუ იგი ქონებრივ უფლებებს არ ეხება და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი არ არის მათი ადგილობრივი განსჯადობა.
4. თუ სამართალწარმოება მიმდინარეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტის"ვ" ქვეპუნქტის შესაბამისად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა შესაძლებელია საქართველოში ამ საქმის დამთავრების შემდეგ.
5. უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
მუხლი 15. ქმედუნარიანობის შეზღუდვა
პირის ქმედუნარიანობის შეზღუდვის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
მუხლი 16. მეურვეობა და მზრუნველობა
1. მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
2. საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ იმ შემთხვევაშიც, თუ მეურვე, მზრუნველი ან მეურვეობის ან მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირი ამას საქართველოს სასამართლოს მეშვეობით მოითხოვს.
მუხლი 54. მეურვეობა და მზრუნველობა
1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელებს ან ლტოლვილებს, რომლებსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვთ, შეიძლება დაენიშნოთ მეურვე ან მზრუნველი საქართველოს სამართლის მიხედვით.
(1. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის სხვა ფორმების წარმოშობა, შინაარსის შეცვლა და შეწყვეტა ექვემდებარება იმ ქვეყნის სამართალს, რომელსაც სამეურვეო პირი განეკუთვნება. უცხოელს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოში აქვს, შეიძლება დაენიშნოს მეურვე ან მზრუნველი საქართველოს სამართლის მიხედვით. (6.12.2011. N5371 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.)
2. თუ მეურვეობის ღონისძიების გატარება აუცილებელია, მაგრამ დადგენილი არ არის, ვინ მონაწილეობს მეურვეობაში, ან თუ მონაწილე სხვა ქვეყანაში იმყოფება, გამოიყენება იმ ქვეყნის სამართალი, რომელიც ყველაზე ხელსაყრელია სამეურვეო პირისათვის.
3. მეურვეობის, მზრუნველობის ან მოვლის დროებითი ღონისძიებები ექვემდებარება მეურვეობის დამწესებელი ქვეყნის სამართალს.
კონკრეტულად თუ აღწერ შემთხვევას, ადამიანური ენით აგიხსნი