ლიტველი ექიმი ექსპერტ-კრიმინალისტი რომას რაუდუს გლდანის ციხეში პატიმრებზე განხორციელებულ სექსუალური ძალადობის ფაქტებს დადგმულს უწოდებს. ინტერვიუ ექიმთან ბი-ბი-სი-ს რადიომ გაავრცელა.
პირველად გლდანის ციხეში პატიმრებზე განხორციელებული სექსუალური ძალადობის შესახებ ტელევიზიით შევიტყვე, შემდეგ ლიტვის იუსტიციის მინისტრმა დამირეკა და საქართველოში გამგზავნა.
- მოგეცათ თუ არა იმ პატიმრებთან გასაუბრების საშუალება, რომლებიც ამ ვიდეოში არიან?
საქართველოში ყოფნის დროს იმ ორ პატიმართან გასაუბრების საშუალება მომეცა, რომლებიც ფილმში არიან გადაღებული.
- რა გითხრეს მათ ამასთან დაკავშირებით?
ვინაიდან საქართველოში ქვეყნის პროკურატურის მოწვევით ვიმყოფებოდი, ასევე როგორც ექიმი და სასამართლო ექსპერტი, დავინტერესდი, მართლაც ჰქონდა თუ არა მათზე ადგილი სექსუალურ ძალადობას. პატიმრებმა მათ წინააღმდეგ განხორციელებული სექსუალური ძალადობის ფაქტი უარყვეს.
- რაც შეეხება ფილმს, თქვეს თუ არა მათ რომ ამ ფილმის გადაღებისას საქმეში ჩაითრიეს?
- დეტალების ახსნისგან თავი შეიკავეს. არც ის თქვეს თუ როგორ აღმოჩნდნენ ისინი ამ ფილმში, ამის შესახებ საქართველოს პროკურატურამ უფრო მეტი იცის. მათ მხოლოდ ის მითხრეს, რომ ისინი გააფრთხილეს, დამდგარიყვნენ იმ პოზიციაზე, რაც ფილში უჭირავთ და ეკეთებიანათ ის რაც გააკეთეს.
- მათ უთრხეს რომ უნდა ეთამაშათ?
- დიახ, ერთ-ერთმა მათგანმა ზუსტად მითხრა, კონკრეტულად როგორ უნდა მოქცეულიყო. ხოლო მეორემ ამაზე საუბარი არ ისურვა. მან უბრალოდ ის თქვა, რომ ადამიანებს, რომლებიც მათ აწამებდნენ, მათზე სექსუალურ ძალადობა არ განუხორციელებიათ.
- როგორია თქვენი დასკვნა გამოძიებისა და მას შემდეგ, რაც ფილმი ნახეთ?
- კონკრეტულ ამ ორ პატიმართან დაკავშირებით, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები, საქართველოს პროკურატურას ვუთხარი, რომ მათი გამოკვლევა მჭირდება, რადგან ასეთი სახის ცუდი მოპყრობის შემდეგ მათ სხეულზე რაიმე სახის კვალი შესამჩნევი უნდა იყოს. მათ ასეთი ნიშნები სხეულზე არ აქვთ. როგორც ექიმს შემიძლია გითხრათ რომ შემიძლია ვუარყო ის სექსუალური ძალადობის ფაქტი, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები.
- ხომ არ ფიქრობთ რომ გაუპატიურების ფაქტზე მათ საუბარი არ სურდათ, სირცხვილის გამო?
- ასეთი სექსუალური ძალადობის ნიშნები ადამიანზე წელზე მეტ ხანს რჩება, მე მათზე ასეთი სახის ნიშნები ვერ ვიპოვე- აცხადებს ექიმი და წინასწარი დასკვნით აღნიშნავს, რომ ვიდეოში ნაჩვენები სექსუალური ძალადობა სინამდვილეში პატიმრებზე არ განხორციელებულა.
რასალვირველია, ადამიანები მალავენ იმ ფაქტებს, რისიც მათ ცხვენიათ. მაგრამ მსგავსი სახის დაზიანებები, რომელიც ფილმში ნაჩვენები ვიდეოს მიხედვით მათ უნდა ჰქონდეთ, სხეულზე დიდი ხნის განმავლობაში რჩება.
- ფიქრობთ თუ არა რომეს იყო დადგმული პოლიტიკური მიზნებისთვის?
- მე ექიმი ვარ და მხოლოდ სამედიცინო დასკვნების გაკეთება შემიძლია. მე მაქვს ჩემი პირადი შეხედულებები, მაგრამ გამართლებული არ იქნება, რომ ამის შესახებ სახალხოდ ვისაუბრო.
ირაკლი ალასანიას ლიტველი ექიმის მიერ გლდანის ციხეში პატიმრებზე განხორციელებულ ძაალდობაზე გაკეთებული დასკვნების არ სჯერა.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ბი-ბი-სი-ს რადიოსთან აცხადებს.
„ექიმს გლდანის ციხეში ძალადობის მსხვერპლი პატიმრები არ უნახავს. ჩვენ ფილმი ტელევიზიით ვნახეთ, ქართულმა საზოგადოებამ ეს ნახა და ის, რასაც ეს ადამიანი ამბობს ნაკლებად დამაჯერებელია“-აცხადებს ალასანია.
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=8119დაველოდოთ გამოძიების შედეგს