მოგესალმებით. ყრუ გენიოსის მიერ დაწერილი ბრწყინვალე შედევრი, რომლის მსგავსი არცერთ მსმენელს არ შეუქმნია, ხალხთა შორის ერთობის, ძმობის და სიხარულის სიმბოლოდ გადაიქცა და მან თავისი გამოვლინება კაცობრიობის ერთერთი უდიადესი მიღწევის, ერთიანი ევროპული ოჯახის ჰიმნობაში ჰპოვა.
ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ჰიმნი ქართულ ენაზეც გვქონდეს.
არსებობს ევროკავშრის ჰიმნის სხვადასხვა ვერსიები სხვადასხვა ევროპულ ენებზე. არის ესპანური, იტალიური, ფრანგული, ბერძნული, რუმინული, უკრაინული, პოლონური, ინგლისური, სერბული, და ორიგინალი გერმანული ვერსიები.
https://youtu.be/cN6v3JMnQvc?feature=sharedქართველები, როგორც უდიდესი მუსიკალური ტრადიციის ქვეყანა, არ უნდა გამოვაკლდეთ, ამ სიას.
თარგმნეთ ვინმემ და დადეთ სადმე, მინდა რომ ქართულადაც შესრულდეს.
მე ჩემს თარგმანს გთავაზობთ (არანაირ საავტორო უფლებას არ ვითხოვ, როგორც გინდათ და სადაც გინდათ ისე გამოიყენეთ, თუ გსურთ შეცვალეთ და გააუმჯობესეთ, ოღონდ გააჟღერეთ ევროპის ჰიმნი კიდევ ერთ უძველეს ევროპულ ენაზე). რითმა და სიტყვათა მარაგი იდეალურისგან შორსაა, მაგრამ სიმღერაში მელოასთან კარგად წავა:
1.
სიხარულო, შავ წყვდიადში
სხივად გადმოფრქვეულო,
ჩვენ შევდივართ შენს წიაღში
რომ შენს სულს დავეუფლოთ!
შენი ცეცხლი გაგვიმთელებს
განშორების იარებს
სადაც შენი ფრთა იელვებს
და ყველას შეიფარებს!
ვინც შეძლო და მეგობრისთვის
მეგობრობა ინება,
ამ ერთობის კარი მისთვის
მუდამ ღია იქნება!
და ვინც თუნდაც ერთ სულიერს
გულის კარი გაუღოს,
მოვიდეს და ამ ბედნიერ
ჰანგებს ხმები აუწყოს!
2. (ლათინური ვერსიის თარგმანი)
https://youtu.be/wssFOFrXqNs?feature=sharedდღეს ევროპა ერთიანი
დღწს როგორც არასდროს.
ძმობა მრავალფეროვანი
ამ სიხარულს განავრცობს.
დაე მუდამ ევროპაში
სამართალი მეფობდეს
და ხალხის თავისუფლება
მის გვირგვინზე მზეობდეს!
დებო და ძმებო დღეს ევროპა
აყვავების გზაზეა,
მოზეიმე ვარსკვლავები
ჩვენს ერთიან ცაზეა!
...
პაუზა....
დაე მუდამ მსოფლიოში
სიყვარული მეფობდეს,
და ხალხის ბედნიერება
მის გვირგვინს ევლებოდეს!
მოვისმინე ქართული ვერსია ილიაუნის სტუდენტების შესრულებით და სიმართლე გითხრათ,მიუხედავად იმისა რომ ვაფასებ და პატივს ვცემ სტუდენტების შრომას, ეს ვერსია არ მომეწონა. ჯერ ერთი დანარჩენ ენებთან შედარებით ინფანტილური ხმებით მღერიან, პომპეზური ძალა და საზეიმო ენერგია არ იგრძნობა.
https://youtu.be/JB8bHJkF6kk?feature=sharedმერე მეორე "საქართველოს სურს ევროპა, ერთობა და მშვიდობა" - სტილისტურადაც და შინაარსობრივადაც არასწორია. სწორი იქნებოდა "საქართველოს სურს ევროპ-ის ერთობა და მშვიდობა" ჩვენ ევროპა კი არ გვინდა, არამედ ჩვენ ვართ ევროპა და მისი ერთიანობისა და მშვიდობისთვის აუცილებელია ჩვენი იქ გაწევრიანება.
მესამე "შეეფაროს თავისუფალ და ძმური ერთა კიდობანს" კი არ შეეფაროს როგორ მათხოვარი და უსუსური ბოგანო, არამედ "შეუერთდეს" როგორც ღირსეული და თანასწორი წევრი.
ასე რომ დადეთ თქვენი ვერსიები. თუ ეს არ მოგწონთ, სხვა წარმოადგინეთ, ოღონდ იმის აუცილებლობა, რომ ევროკავშირს ჰიმნი ქართულ ენაზეც უნდა ჰქონდეს, განხილვას არც ექვემდებარება.
ზოგადად ჩემი საყვარელი ვერსია ესაა
https://youtu.be/fWNjoV0fQYc?feature=sharedბოდიშს გიხდით, ვიდეოებს ანდროიდით ვერ ვსვამ.