„ჩვენმა მთავრობამ არ იცის, რომ დედამიწა ბრუნავს, თორემ კატაობაში ფულს გადაგვახდევინებდნენ!“
„ნაძალადევის რაიონში იმხელა ორმოებია გზებზე, ჯანმრთელი კენგურუც ვერ გადაახტება...“
შალვა ნათელაშვილი: "როგორც დიდმა ილიამ ბრძანა, ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ".
დათო აქუბარდია: „ბატონო შალვა, ეგ აკაკიმ თქვა...“
შალვა ნათელაშვილი: "კი, აკაკიმ თქვა, მაგრამ ილიაც დაეთანხმა..."
არადა, აკაკიმ ეს სიტყვები ილიას დასაფლავებაზე თქვა
"ეს ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ბიზნეს-კლასით რომ დაფრინავენ, რა ჰგონიათ, წინ რომ იჯდებიან პირველები ჩავლენ თუ რა?"
„წავიდა ნატო და მივსდევთ ყვირილით "დეიდა ნატო, დეიდა ნატოო!.."
გამონათქვამები მიხეილ სააკაშვილზე:
„დადის აქეთ იქით და დაათრევს იმ ტრიბუნას სარკოფაგივით!“
„თბილისში 5 თვითმფრინავი რომ დასვა ერთდროულად, ხუთივედან სააკაშვილი ჩამოვა“.
„მიშამ 1000 კაციანი ტერორისტული დაჯგუფება გამომიგზავნა სალიკვიდაციოდ“.
"როგორც პატარძალს არ აცდება პირველი ღამე, ისე მიშას გადადგომა."
„რას შევარდა პარლამენტში აბორიგენთა ტომის ბელადივით?!“
„სააკაშვილი ცუნამივით დაატყდა თავს საქართველოს...“
„სამყარო პირველად იყო მოთავსებული მუხუდოს მარცვალში, მარცვალი შემდგომ აფეთქდა, დაიწყო ნივთიერებათა გარტყორცნა და დღეს ჩვენ ვიმყოფებით გატყორცნის სტადიაში, ხოლო სააკაშვილი სუპერ გატყორცნის სტადიაშია თავისი ქვეყნიდან, ხალხიდან" =)))))))))))
არჩევნებზე:
"ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას: არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოში."
„ახლა თქვენ გჯერათ, რომ დუშეთში მოიგო ვალოდია ჯინჭარაძემ, რადიატორთან რომ ზის, და შალვა ნათელაშვილმა წააგო?“
განათლების რეფორმაზე და ალექსანდრე ლომაიაზე: „...ეგ ირმის კი არა, ჯორის ნახტომია...“