აქ არ დავიწყებ საუბარს ღმერთზე...და მის არსებობა არ არსებობაზე...
და არც იმაზე თუ რომელი რელიგია უფრო ჰუმანურია...
ეს ყველამ ისედაც თავისებურად უკვე გადაწყვიტა და არც არის აუცილებელი ამის საჯაროდ განხილვა

ახლა რაც შეეხება თემას...
რელიგია და სახელმწიფო
თავიდან ეს ორი რამ შეიქმნა ხალხის საკეთილდღეოდ...ის ხალხი ვინც ღმერთზე ქადაგებდა და ისინიც ვინც პირველად სახელმწიფოს შექმნა მოიფიქრეს....ამას კეთილი მიზნებით აკეთებდნენ...და ალბათ ვერც წარმოედგინათ თუ რა მოხდებოდა მომავალში..
რელიგიებს რაც დამართეს ეგ ყველამ ვიცით და ხშირად ვსაუბრობთ კიდევაც ამაზე...
რელიგია გახდა სათამაშო ვიღაცეების ხელში.. ეს ახალი ამბავი არაა და დიდი უმრავლესობა მათ შორის მორწმუნეებიც ამას აღიარებს...
აი რაც შეეხება სახელმწიფოს...
აქ მაქვს ერთი კითხვა...
რამდენი პროცენტი მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისა არის კმაყოფილი იმ სახელმწიფოთი რომელშიც ცხოვრობს ?
რამდენი პროცენტი ხალხისა არის ბედნიერი და გრძნობს თავს უზრუნველყოფილად ?
რამდენი პროცენტი გრძნობს თავს თავისუფლად საკუთარ სახელმწიფოში ?
ალბათ არა უმეტეს 20 % ი... (და ისინიც სხვა ხალხების ხარჯზე

)
ხოდა იმას ვამბობდი...
გადაიქცა თუ არა სახელმწიფოც ისევე როგორც რელიგია ვიღაცეების ხელში სათამაშოდ ?
ჩემი აზრით დიდი ხანია რაც ეს ესეა...
სახელმწიფოც ისევე როგორც რელიგია გახდა სათამაშო...
კითხვა კი მდგომარეობს იმაში თუ როდის დავიწყებთ ამაზე საუბარს ?
როდის მოიხსნება ამაზე ტაბუ ?
თავიდან რელიგიაზეც იყო ეგეთი ტაბუ...მაგრამ დღეს ნებისმიერი საუბრობს ამის შესახებ ნებისმიერი პლატფორმიდან...
ხოდა ამ ფორუმზე "პაწრიოტების" მხრიდან გახსნილი თემების პარალელურად იყოს ხოლმე ასეთებიც...
ხალხზე როცა არც სახელმწიფო და არც მისი "დაგეშილი პატრიოტები" არ ზრუნავენ...ერთიღა დაგვრჩენია,ამაზე ვისაუბროთ

უკეთესის მოლოდინში