"კვირის პალიტრის" ჟურნალისტები ბიძინა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუს ჩასაწერად ბიზნესმენის რეზიდენციაში მივიდნენ.
ბიძინა ივანიშვილთან ინტერვიუ სხვადასხვა მედიაპლატფორმებისთვის მომზადდება.
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...us-adzlevs.html * * *
"კვირის პალიტრამ" ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. 3-საათიანი ინტერვიუს დროს ბიძინა ივანიშვილს "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი, ჟურნალისტები დაჩი გრძელიშვილი და იზო რიკაძე უსვამდნენ კითხვებს.
როგორც ინტერვიუს შემდეგ დაჩი გრძელიშვილმა აღნიშნა, საუბრის დროს ივანიშვილმა ყველა კითხვას გასცა პასუხი.
"ინტერვიუ დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. ვისაუბრეთ პრაქტიკულად ყველაფერზე. სწორედ დღეს შესრულდა ერთი თვე, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში გამოჩნდა და ეს ინტერვიუ ამ ერთი თვის შეჯამებაც იყო.
ვისაუბრეთ მის ცხოვრებაზე, ლიტერატურაზე, ბიზნესზე, რუსეთზე, ნატო-ს შესახებ;
ივანიშვილმა ილაპარაკა, ასევე, მის ხედვებზე ეკონომიკაში, პოლიტიკაში, სახელმწიფო მოწყობისა და სასამართლოს თაობაზე", - განაცხადა დაჩი გრძელიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ორშაბათს, 7 ნოემბერს გამოქვეყნდება.
http://www.interpressnews.ge/ge/politika/1...u-chatsera.htmlგული მიგრძნობს, მაგარი ამბები აიწევა ფორუმზე 7 ნოემბერს