წინასწარი მონაცემებით, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალ პარლამენტში უმრავლესობით შევა ნაციონალური მოძრაობა. სავარაუდოდ, მმართველი პარტია 80 მანდატზე მეტს მოიპოვებს.
რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ივანიშვილის გუნდი, დაახლოებით, 50-მდე დეპუტატით იქნება წარმოდგენილი. საარჩევნო ბარიერს გადალახავენ ქრისტიან დემოკრატებიც.
შეგახსენებთ, რომ ახალ პარლამენტს სულ 150 დეპუტატი ეყოლება. აქედან, 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით გასული.
მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატთა დიდი უმრავლესობა არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.
ამ მომენტისთვის დათვლილი ხმების მიხედვით, საერთო ჯამში, ნაციონალურმა მოძრაობამ მნიშვნელოვანი ანგარიშით მოიგო: სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი...
http://presa.ge/new/?m=votes&AID=19353