ფაქტია ორ პარტიას შორის ხალხმა არჩია ქართული ოცნება...
იყო ძალიან მკაფიო არჩევანი აგერჩია ან ერთი და ან მეორე...
ხალხმა ხმა მისცა ქართულ ოცნებას რაც ნიშნავს რომ ხალხმა თავის ხელისუფლად აირჩია ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი...
დღეს მიხეილ სააკაშვილს აღარ აქვს აღარც პოლიტიკური და აღარც მორალური უფლება იწოდებოდეს ქვეყნის ლიდერად...
ლიდერი ხალხმა გადაირჩია...
ნაცების საარჩევნო კამპანიის წარმართველი იყო მიშა, ოცნებისა კი ბიძინა...
არჩევანი ხალხმა გააკეთა და ყველამ ვიცით...
მიშა ქვეყნის სასიკეთო განვითარებისთვის შედეგების ოფიციალურად გამოცხადებისთანავე (სადაც დაფიქსირდება მინიმუმ 20%იანი სხვაობა ოცნებასა და ნაცმოს შორის) შეგიძლია პოლიტიკაში დაბრუნების სერიოზული შანსი დაიტოვო...
ამისთვის კი უნდა გადააგდო ახალაიასნაირი შენს სკამს ჩაბღაუჭებული არსებები და ორი რაღაც გააკეთო რომელიც შენს რეიტინგს აწევს მაგრად სამომავლოდ:
1.
საკუთარი ინიციატივით ორმაგი მოქალაქეობა მიანიჭე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ ლიდერს! (აღარ შექმნა სამართლებრივი და პროცედურული პრობლემები გამარჯვების გადასაფორმებლად)
2. დატოვე თანამდებობა და მიეცი ახალ არჩეულ გუნდს გამოიყენოს კონსტიტუციის ის უპირატესობები რასაც მიცემს კონსტიტუცია პრეზიდენტის არჩევნების მერე...
მადლობთ ყურადღებისთვის...
დაისვენე 5 წელი და მერე ვნახოთ
This post has been edited by MacBook on 2 Oct 2012, 08:40