#33309650 · 3 Oct 2012, 15:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბოლო წლებში,ბევრი ერთიდაიგივე ფიგურა მოძრაობდა სხვადასხვა სამონისტროს თავში. მათი უმეტესობა, თავისი გამოცდილებით, მინისტრის პოსტს თითქოს ვერ აკმაყოფილებდა თავისი გამოცდილებისა და ცოდნიდან გამომდინარე, თუმცა, ისინი "კარგი მენეჯერები" ყოფილან და ეს ყოფილა მინისტრის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი. რატომღაც, ზოგი მათგანი, შემდეგ უცხოეთში წავიდა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ლოგიკურად, ალბათ პრეზიდენტობაზე აქვთ პრეტენზია... ზოგი კი, სხვადასხვა სამინისტროში მოგზაურობდა თლა მთAვრის სტატუსით. რა იყო ამის მიზეზი? თავიდანვე ვერ მიხვნენ,რა სფეროში უფრო მაგარი მენეჯერები იყვნენ? ან, იმდენად მაგარი მენეჯერები არიან, რომ პრეზიდენტმა ვეღარ გადაწყვიტა, რომელი მიმართულების გაქაჩვა უფრო უნდოდა?.. კითხვები არსებობს. პასუხის ვერსიები უფრო მეტი. არსებობს ფაქტებიც, რომ, კონკრეტულ სამინისტროებში რეფორმები გატარდა "რაღაცის" ხარჯზე, რამაც გვერდითი მოვლენები გამოიწვია. ეს ფაქტებია: უკმაყოფილო და გაურკვევლობაში დარჩენილი სტუდენტები, რომლებმაც ვერ გაარკვიეს, მოხვდნენ თუ არა უმაღლეს სასწავლებლებში, და თუ კი - სად? მერყევი საზღვრები მეზობელ ქვეყნებთან, რომლებიც წლიდან წლამდე, უფრო მჭიდროვდებიან. ქუჩაში დახოცილი და ნაცემი უიარაღო ადამიანები. გარდაცვლილი და ნაწამები პატიმრები... არ უნდა დავივიწყოთ ასევე ეშხიანი მინისტრები, რომლებიც თავიანთი სანდომიანი ღიმილით, ყვითელი პრესის გარეკანებს უფრო დაამშვენებდნენ, ვიდრე დაკავებულ პოსტებს...
მგონი დროა, გავლენის სფეროების გადანაწილების ნაცვლად, სამინისტროები მართვის სფეროებად დანაწილდეს. კმარა ბლატნოი და კუკლა მინისტრები! კმარა "პაბოჩნი ეფექტები"!
--------------------
ქვეყანა აღორძინდეს და ჩვენი დედაც #####ან!
|