ბესო სურმავა მეუღლეს დაპირდა, რომ "ოჯახში მალე დაბრუნდება""ქართული ოცნების" ლიდერის დაცვის წევრი ბესო სურმავა მეუღლეს დაპირდა, რომ "ოჯახში მალე დაბრუნდება", - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სურმავას მეუღლე მაკა ლობჟანიძემ განუცხადა.
"გუშინ საღამოს დამირეკა და მითხრა, რომ მალე დაბრუნდება, თუმცა როდის მოხდება ეს, არ დაუკონკრეტრებია. ამ დრომდე არ ამხელს ადგილსამყოფელს, თუმცა ვფიქრობ, რომ ფსიქოტროპული მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ ისე ძლიერად აღარ არის. როგორც ჩანს, ბოლო დღეებში "ცოტას უკეთებენ", - განმარტა მაკა ლობჟანიძემ.
მისივე თქმით, მეუღლეს პირადად მიაწოდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" არჩევნებში გამარჯვების შესახებ, თუმცა "ის, არც ამ და არც სხვა საკითხებზე მასთან საუბარში არ წამოვიდა".
ივანიშვილის დაცვის წევრის, ბესო სურმავას ადგილსამყოფელი უკვე 6 დღეა, დაუდგენელია. ის არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაუჩინარდა. მალევე სოციალური ქსელის მეშვეობით მისი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ ივანიშვილი "ქართული ოცნების" წევრების მოსმენებს და მათი ჩანაწერების გაკეთებას ავალებდა. სურმავას სახელით Yოუტუბე-ზე რამდენიმე საუბრის ჩანაწერიც განთავსდა.
http://geo.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...abrundebaq.html