გამარჯობა ყველას!
მოკლედ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა ქართული პლატფორმა —
https://xeloba.ge/, რომელიც ხელოსნის ძებნის და ფასებზე შეთანხმების დამღლელ პროცესს გაამარტივებს.
მთავარი კონცეფცია ორ ძირითად ფუნქციაზე ავაგეთ:
შეკვეთის ატვირთვა (მინი-ტენდერი): აღარ გიწევთ ხელოსნებთან სათითაოდ რეკვა. უბრალოდ ტვირთავთ რა გაქვთ გასაკეთებელი და ხელოსნები თავად გიგზავნიან თავიანთ ფასებსა და შეთავაზებებს. (შენ ხედავ რეიტინგს, უბანს, შეფასებას და ა.შ)
უბნების მიხედვით დაჯგუფება: შეგიძლიათ ხელოსანი პირდაპირ თქვენს უბანში მოძებნოთ, რაც დროსაც ზოგავს და ტრანსპორტირების ზედმეტ ხარჯსაც გამორიცხავს. თან თითქმის ყველა ხელოსანს აქვს მითითებული 1 წერტილს ან 1 კვ.მ რა ფასად ასრულებს
საიტი ახალი გაშვებულია და ახლა ყველაზე მეტად უკუკავშირი გვჭირდება. ვინ-ვინ და ფორუმმა იცის ყველაზე კარგად, რა სჭირდება რეალურად ქართველ მომხმარებელს და რა მუშაობს ან არ მუშაობს პრაქტიკაში.
ძალიან დაგვეხმარებით, თუ თვალს გადაავლებთ საიტს და თქვენს აზრს გაგვიზიარებთ:
რამდენად მარტივი და გასაგებია მომხმარებლისთვის დიზაინი და ნავიგაცია?
ხომ არ არის რაიმე ტექნიკური ხარვეზი, რაც თვალში მოგხვდათ?
რას დაამატებდით, შეცვლიდით ან ამოიღებდით?
წინასწარ დიდი მადლობა დროისთვის და ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე მკაცრი კრიტიკისთვის! ✌️
მიმაგრებული სურათი