#33307527 · 3 Oct 2012, 13:14 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პრეზიდენტს აქვს კონსტიტუციურად უფლება წარუდგინოს პარლამენტს ,,მისი'' მთავრობა,ბუნებრივია უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს და თუ სამჯერ პარლამენტმა ნდობა არ გამოუცხადა მთავრობას პრეზიდენტს აქვს უფლება დაითხოვოს პარლამენტი და დაინიშნოს 6 თვის შემდეგ ხელმეორე საპარლამენტო არჩევნები ....ბუნებრივია ისინი ამ კრიზისზე ვერ წავლენ რადგან საბოლოოდ იმ ხმებსაც დაკარგავენ ნაცები რაც მიიღეს ეს იქნება მათთვის ძალიან რბილად რომ ვთქვათ არაპოპულარული ნაბიჯი მაგრამ არსებობს ერთი მაგრამ აქ....თუ ოცნებას ,,გადააბარებენ'' მთავრობას ისეთი მნიშვნელოვან თანამდებობებს როგორიცაა გენერალური პროკურორი,შსს მინისტრი და (ძალოვანი უწყებები),ეს წაიყვანს ნაციონალურ მოძრაობას სრულ კრახამდე რადგან აშკარაა რომ ახალი პროკურატურა დაინტერესდება იმ საეჭვო საქმეებით რასაც ადგილი ქონდა ამ 8 წლის მანძილზე ,რაშიც ძალიან ბევრი ,,ნაციონალია'' გარეული ასე რომ დიდი დილემის წინაშეა ნაციონალური მოძრაობა ჩემი აზრით კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებას მოითხოვენ ნაცები და ამას ისე მიაწვდიან ხალხს როგორც ეწ ,,კონსტრუქციული'' ძალა საინტერესოა ოცნების პოლიტიკური სვლები როგორი იქნება
--------------------
All Blacks
|