ცოტა შევაკეთოთ
“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც პრეზიდენტს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, პუტინს ვებრძოდი, მეშინოდა ყლინჯის ნასკვისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია.
ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი პარტიისა, პარტიის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი რუსებს ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი – გერმანელებს.
როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, შაშკინიც ვერ გაამარჯვებინებს მას.
ცხინვალთან დასავლეთს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი რუსთა პრეზიდენტს.
თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, შაშკინ-ახალაის ტანდემიც ვერ უშველის, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს.
სიყრმე და სიჭაბუკე ნძრევას შევალიე, მაგრამ ქართლელები “სომეხს” მეძახდნენ, ხოლო სომხები – “ამერიკელთა მსტოვარს” მიწოდებდნენ სააკიანს, პლეხანოვეს.
დამანელა ამ შსს-სა დაპროკურატურის კინკლაობამ. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს თანამდებობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას – სულ მცირე მინისტრობა.
მუდამ რუსებსს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი ჩინოვნიკები და ღორმუცელა მინისტრები, პრეზიდენტები სავარძლევს მიეტრფოდნენ და ჩინ-მენდლებსა, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი – გურგენა სააკოვი, მამაჩემი – ნიკოლოზ სააკაშვილი ბალნეოლოგიურისა მფლობელი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, კომპიუტერის გამო.
ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მოქმედებდა ბენზინის ფასზე სხვის ქვეყნებში ატეხილი კრიზისი.
ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.
სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, ეგაა ოღონდ – სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ.
მეც მჭირდა ეგ სენი, სიმთვრალეში მოვაკვლევინე მინისტრებს პრემიერი, თრიაქით მთვრალმა.
ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ მარალი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები.”
პ.ს. ღლეობაა ეს გადაკეთებული...მაგრამ იმდენად კარგად აქვს დალოცვილს ნათქვამი..., რომ ძნელია გადაკეთება...
მე კიდევ გენიოსობაზე არ მაქვს პრეტენზია...
--------------------
This post has been edited by iakhsari on 4 Oct 2012, 14:55