ამაზე ცალკე თემის გახსნა ღირს და რაკი მე არ შემიძლია, აქ დავპოსტავ
http://globalnews.com.ge/?l=G&m=2&ID=8781საკმაოდ საღი შეფასეება მოაზროვნე ადამიანისგან,
თხოვნა გახსნათ ახალი თემა

-------------
თეთრიწყაროს სასამართლოს წინ ამ წუთებში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დავით ბეჟუაშვიულის შტაბის უფროსს ■აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი ზუგდიდში აქციაზე იმყოფებოდა ■თაქთაქიშვილი - ეს არის დემოკრატიული არჩევნების ცაშლის მცდელობა ■კახა ბენდუქიძე ივანიშვილს ურჩევს ბავშვთა სახლები ააშენოს ■კახა ბენდუქიძე - ეკონომიკის სამინისტროდან მე პირადად გავათავისუფლე 2 ათასი ადამიანი ■ ■ ■ .
სიახლე
პოლიტიკა
ბიზნესი
სამართალი
სპორტი
სხვა...
კახა ბენდუქიძე: ,,დრამა, მაგრამ არა ტრაგედია“
ნინო ქოჩიშვილი04 ოქტომბერი 2012, 16:13
საპარლამენტო არჩევნებში საკაშვილის პარტიის დამარცხება, მისი მომხრეებისთვის ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ წარმოუდგენელი იყო. ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე სააკაშვილის რეფორმების ერთერთი მთავარი იდეოლოგია. Lenta.ru-სთან ინტერვიუში ბენდუქიძემ განმარტა, თუ რამ გამოიწვია სააკაშვილის დამარცხება და რით ემუქრება საქართველოს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა.
ბენდუქიძე დარწმუნებულია, რომ ქართველი ამომრჩევლის სიმპატიებიში ,,ტექტონიკური ძვრები“ ქართულ ციხეებში მომხდარმა წამების სკანდალმა გამოიწვია. მისი თქმით სააკაშვილის დამარცხებამ მისი ძალის დემონსტრირება მოახდინა. ბენდუქიძემ ივანიშვილის ხელში ხელისუფლების გადასვლა აღწერა როგორც ,,მშობიარობა-არასასიამოვნო სანახაობაა, მაგრამ გარდაუვალი.“
Lenta.ru: თქვენთვის სააკაშვილის დამარცხება ,ოულოდნელი იყო?
კახა ბენდუქიძე: მე ვფიქრობდი, რომ იქნებოდა პირიქით, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მცირე უპირატესობა, მაგრამ მოსახდენი-მოხდა. პრინციპში, უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში, ციხის სკანდალის შემდეგ მოხდა სერიოზული ტექტონური ძვრა. რეალურად, ამ მოვლენებამდე ოპოზიციის შანსები საგრძნობლად ნაკლები, ჩემი პროგნიზით ხმების რაოდენობა 100/40-ზე იყო, ,,ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ.
Lenta.ru: თავად როგორ აფასებთ ამ საკანდალს?
კახა ბენდუქიძე: გამოქვეყნებულმა ვიდეო მასალამ ახალგაზრდების დიდი უკამყოფილება გამოიწვია, რადგან ისინი სხვა ქვეყანაში გაიზარდნენ და მათი წარმოდგენა დღევანდელ საქართველოზე ბევრად უკეთესია, ვიდრე რეალობა. ახალგაზრდები გამოდიოდნენ იქიდან, რომ მათ თავისი ზრდასრული ცხოვრების მანძილზე არ უნახავთ კორუფცია, მოხვდნენ უმაღლესებში მხოლოდ საკუთარი შესაძლებლობისა და ნიჭის წყალობით.
ერთის მხრივ არჩევნების შედეგები ა მომწონს, მაგრამ მეორე მხრივ ეს ხომ რეფორმის თვალსაჩინო შედეგია. გაჩნდა თაობა რომელსაც აღელვებს ადამიანის უფლებები.
Lenta.ru: გამოდის რომ საკუთარ თავს ორმო თავადვე ამოუთხარეს?
კახა ბენდუქიძე: არა! ეს შეიძლება პარადოქსულად ჟღერდეს,მაგრამ ხელისუფლების მიერ რეფორმის გატარებისას დაშვებულმა სერიოზულმა შეცდომამ სისტემის აღრევა გამოიწვია.
Lenta.ru:ალბათ მხოლოდ ამ ამბავს არ გამოუწვევია სააკაშვილის დამარცხება?
კახა ბენდუქიძე: რა თქმა უნდა არა! არის კონკრეტული ნაწყენი ხალხი, რომლებიც ფულს აკეთებდნენ შევარდნაძის დროს- სახელმწიფო მოხელეები საზღვარზე, კორუმპირებული პროფესორები. იყო ხალხი, რომლებსაც ხელისუფლებაში მოსვლა მხოლოდ სტატუს ქვოს აღსადგენად უნდათ-იგივე კანონიერი ქურდები.
უკმაყოფილო ადამიანი ბევრია-ეკონომიკის სამინისტროდან, მე პირადად გავათავისუფლე 2 ათასი ადამიანი და ნაკლებ სავარაუდოა, რომ მათ ხმა ,,ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიეცათ. რამდენი პოლიციელი იქნა გათავისუფლებული, ძნელი სათქმელია, მხოლოდ თბილისში მათი რაოდენობა ასეულობით ათასი ოჯახის წევრების გარეშეც იქნება.
იცით რამდენი პრეტენზიები მაქვს ხელისუფლებასთან? ათას გვერდიან წიგნს დავწერდი.
Lenta.ru: მაგალითად რა სახის პრეტენზიები?
კახა ბენდუქიძე: მაგალითად არ მომწონს თავისუფლების მოედანი. არ მომწონს განათლების სისტემის რამდენიმე რეფორმა, რადგან მათ ზედმეტი ბიუროკრატია და ფორმალურობა გამოიწვიეს, არ მომწონს რომ ჩვენთან შენარჩუნებულია ბიუჯეტის დეფიციტი, ვთვლი, რომ გადასახადები უფრო დაბალი უნდა იყოს, არ მომწონს ზოგიერთი მიმართულებით ზედმეტი სახელმწიფოებრივი ინვესტიციები. როცა ხელისუფლებაში ვიყავი, ყოველდღე ვკამათობდი, მაგრამ ეს არ არის მიზეზი, რომ ოპოზიციასი გადახვიდე.
Lenta.ru: თქვენ რუსეთთან კავშირში გდებდნენ ბრალს და თითქოს ამის გამო მოგიწიათ ხელისუფლების დატოვება
-კახა ბენდუქიძე: მე რუსეთის და ამერიკის ჯაშუში ვარ. ყველაფერი ვიყიდე, ყველაფერი გავყიდე. კონტრაბანდისტი. ეს ყველაფერი მითოლოგიის ნაწილია და მე უკვე აღარ ვბრაზდები.
Lenta.ru:სანამ რუსეთში ცხოვრობდით იცნობდით ივანიშვილის? მისი რა არ მოგონთ?
კახა ბენდუქიძე: ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს. პირველ რიგში არ მომწონს მისი გუნდი. ეჭვი მაქვს, რომ მას თავადაც დიდად გულზე არ ეხატება, რადგან უკვე რამდენჯერმე გამოაცხადა, რომ შესაძლოა კოალიცია დაიშალოს. ამ გუნდის ზოგიერთი წევრი, საერთოდ საზღვრებს მიღმაა. ადამიანმა, რომელმაც ქუთაისში მაჟორიტარულ ოლქშ მოიგო, უბრალოდ ამბობდა, რომ მილიონერობა სურს.
კარგად არ მესმის მიდგომა, რომლის დეკლარირებაც მან არაერთხელ მოახდინა. ის ამბობს, რომ მოცემულ პროგრამაში ბიუჯეტი ბუნდოვანია. მე მგონი, არ არსებობს თანამედროვე საზოგადოებრივი წყობა, სადაც პრემიერ-მინისტრი ან პარტიის ლიდერი საკუთარი ჯიბიდან ფულს ბიუჯეტში შეიტანს.
Lenta.ru და თუ მას აქვს ფული და არ ენანება?
კახა ბენდუქიძე:ხვალ რომ გადაიფიქროს, ბიუჯეტის დეფიციტი იქნება? გინდა ფულის დახარჯვა-ააშენე ბავშვთა სახლები, დაეხმარე ოჯახებს რომლებმაც ბავშვი იშვილეს, გამოეცი სახელმძღვანელოები. მე საგანმანათლებლო ბიზნესი შემოსავლის გამო არ დამიწყია.
Lenta.ru: მაგრამ, როგორც მე გავიგე, მისი ფულით ბევრი და მათ შორის პოლიციის რეფორმა განხორციელდა.
კახა ბენდუქიძე: ეს საშინელი გადაჭარბებაა. ისიც სოროსის მსგავსად, რეფორმებისთვის არასაკმარისი თანხების კომპენსირებას ეხმარებოდა. შეიძლება მისი თანხა უფრო მეტი იყო ვიდრე სოროსის. არ ვიცი. მაგრამ მერე რა მოხდა? ძალიან კარგი, რომ ეხმარებოდა და ეკლესიებს ასენებდა, მაგრამ არ არის საჭირო ბუზისგან-სპილოს შექმნა. მისი პოლიტიკაში მოსვლა, უბრალოდ პოლიტიკაში ფულის როლზე საუბრობს.
Lenta.ru: სააკაშვილი და მისი გუნდი ამბობდნენე, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა ეს არის ნაბიჯი უკან. ეს რეალურად ასეა?
კახა ბენდუქიძე: დიახ ეს არის ნაბიჯი უკან. არ ვიცი,რამდენად შეძლებენ ეს კანონიერი ქურდები მოსვლას ძლიერი ოპოზიციისა და და პრეზიდენტის მმართველობის პირობებში, რომელსაც კიდევ ერთი წლის განმავლობაში შეუძლია თავდაცვის მინისტრის დანიშვნა. მთლიანობაში ვიცით, რომ კანონიერი ქურდები ივანიშვილის მხარეს არიან.
Lenta.ru: გჯერათ რომ ივანიშვილი ,,კრემლის პროექტია?“
კახა ბენდუქიძე: ის, რომ გამოიძახეს და არჩევნებზე წასვლა უბრძანეს ეგ არ მჯერა. მაგრამ უცნობ ქალთან გიცეკვიათ? ხდება ხოლმე, რომ წინასწარი მოლაპარაკებს გარეშე შეთანხმებულად ცეკვავთ. ამ შემთხვევაში, კრემლის სააკაშვილის მიმართ სიძულვილი და სურვილი, რომ აკონტროლოს სიტუაცია საქართველოში, ხელს აძლევს.
Lenta.ru:ნიშნავს თუ არა ივანიშვილის მოსვლა -რეფორმების დასასრულს?
კახა ბენდუქიძე: ეს არც დასასრულის დასაწყისია და არც დასაწყისის დასასრული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, როგორც ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ერისთვის; უსიამოვნო პირადად ჩემთვის, არც ისე სასიამოვნო ქვეყნის მომავლისთვის, მაგრამ მხოლოდ ასე თუ ვისწავლით დემოკრატიას.ეს არის სემთხვევა, როცა ან ვაქცინა უნდა გაიკეთო ან ავადმყოფობა მოიხადო. ვაქციანა ჯერ არ მოუგონით ამიტომ გვიწევს-მოხდა.