"დრო და დრო თავს ამჟღავნებდნენ. ბლოკავდნენ გარიგებებს. კბილები გამოაჩინეს. ისინი მეუბნებოდნენ, "ჩამოყალიბდი: ჩვენთან ხარ, თუ ჩვენს წინააღმდეგ? მე ვიყავი უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი და ეს ძალიან მოუხერხებელი რამ იყო მათთვის". მას დეტალები არ დაუზუსტებია, თუმცა ეკატერინე მიყვებოდა, რომ რამდენიმე მათი ნათესავი დააპატიმრეს და უთხრეს, რომ გამოსასყიდისთვის ივანიშვილთან დაერეკათ.
ივანიშვილი საფრანგეთში გადასახლებას გეგმავდა. ზეწოლა ზედმეტად მძიმე ხდებოდა. მაგრამ ოჯახს წასვლა არ უნდოდა და მტანჯველი ფიქრების ფონზე, ორჯერ გადადო დაგეგმილი გამგზავრება. ბოლოს კი გადაწყვიტა სააკაშვილთან ბრძოლა საჯაროდ დაეწყო.
ივანიშვილი სასოწარკვეთამდე მიჰყავდა იმას, რაც სახელმწიფო ხარჯების პრივატიზებად მიაჩნდა და რუსეთთან დამღუპველ დაპირისპირებად. სააკაშვილი ბიზნესმენების მოთმინებას სცდიდა, როდესაც მათ ასე ხშირად სთხოვდა მთავრობის ინიციატივების, ან ისეთი რაღაცების დაფინანსებას, როგორიც იყო, მაგალითად საახალწლო კონცერტები.
"გარანტიას გაძლევთ (არავისთვის ასეთი გარანტიები მანამდე არ მიმიცია) რომ ერთ წელიწადში მე აქ ნამდვილ დემოკრატიას და დამოუკიდებელ სასამართლოს ავაშენებ", – ამბობს ის, ცოტა გაზვიადებულად, როგორც ეს ქართველებს სჩვევიათ. ვკითხე, როგორ აპირებს ის ასეთი მიზნის მიღწევას ასეთ მოკლე დროში. "ძალიან იოლად", ამბობს და მეორე ნაციონალურ თვისებას ავლენს: სიხისტეს. "თქვენ უნდა დაიჭიროთ ერთი მინისტრი – ან ორი, მაქსიმუმ – იმისთვის, რომ ანახოთ ყველას, რომ პატიება არ იქნება.
მისი კამპანია ხუთი თვის წინ დაიწყო, ივანიშვილს ჯერ კიდევ არ აქვს დეტალური პლატფორმა. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება სურს და ამავე დროს რუსეთთან ურთიერთობათა გამოსწორება. ამ ორი მიზნის შეთავსება ძალიან რთულია. ვიღაცებს, მათ, ვინც მიესალმა მის გამოჩენას პოლიტიკაში, იმის გამო, რომ პოლიტიკური შორსმჭვრეტელობა აკლია, იმედგაცრუება დაეწყოთ. "ვფიქრობ, რომ ვერ აფასებს პოლიტიკის მნიშვნელოვნებას," ამბობს ემბორგი. "აშკარად ძალიან გამოუცდელია. არ მესმის, როდესაც ამდენი ფული გაქვს, რატომ არ ქირაობ საუკეთესო კონსულტანტებს და პიარ ხალხს ამ ბიზნესისათვის."
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...vanishvili.html