მე თვითონ დამჭირდა ამას წინათ Eee PC-ზე ვინდოუსის დაყენება და ამ ფორუმზე ვცდილობდი მესწავლა როგორ გამეკეთებინა ეს....აქ არსებული მსგავსი თემიდან საკმაოდ ბევრი ინფო მივიღე და ის დამეხმარა მაგრამ 35 გვერდი სანამ გადავიკითხე და გამოსავალს ძლივს მივაგენი თვალები დამეთხარა ამიტომ ვაკეთებ ახალ თემას არ მინდა სხვებიც ჩემ დღეში ჩავარდნენ.. (თუ მოდერი არ მეთანხმება შეუძლია შეუერთოს რა თქმა უნდა ისევ იმ ძველ თემას)
მოკლედ წინასწარ დავწერ, რომ იმ აღნიშნული პრობლემებიდან რომელიც შეგვექმნა ყველა იმ ადამიანს ვინც ვაყენებდით ვინდოუსს ზემოთ აღნიშნულ კომპზე გამოსავალი არის აი ეს ლინკი
http://eee-pc.ru/wiki/софт:usb_multiboot რომელიც ერთ-ერთმა ღვთისნიერმა ადამიანმა დადო წინა თემაში
ასევე წინასწარ ვიტყვი, რომ გამოსავლისთვის ჯადოსნური კლავიშია Esc-ი...
მე პირადად აი ეს
http://allshares.ge/download.php?id=D1B79CBC25 ჩვეულებრივი არაკასტრირებული ვინდოუსი დავაყენე და მუშაობს იდეალურად შეგიძლიათ თქვენც გადმოწერეოთ ჩაწეროთ დისკზე ან დაემონტულსით დაანახოთ კომპიუტერს და მიუთითოთ ჩამტვირთავი ფლეშკის გამომცხობელ პროგრამას როდესაც მოგთხოვთ ვინდოუსის ფაილებს...
სანამ ზემოთ მოცემულ ლინკზე გადახვალთ გადმოწერეთ აი ეს ფაილი და გამოაარქივეთ დესკტოპზე...
http://allshares.ge/download.php?id=2B2E5FEE12რუსული საიტის ლინკზე გადასვლის შემდეგ ნუღარაფერს გადმოწერთ მიყევით ინსტრუქციას "მეორე" სურათიდან და გააკეთეთ საინსტალაციო ვინდოუსის ჩამტვირთავი ფლეშკა...ამის შემდეგ თქვენ Eee PC-ზე შედიხართ ბიოსში (ეს არის საჭირო იმ შემთხვევაში თუ თქვენ ან ვინმე საერთოდ შევიდა მანამდე ბიოსში და რამე შეცვალა) და აყენებთ პარამეტრებს დიფაულთზე არავითარი Fირსთ ბუუთ დევაისი არ დააყენოთ თქვენ თვითონ.....
...ამის შემდეგ გამორთავთ Eee PC-ს და შეუერთებთ ჩამტვირთავ ფლეშკას...რთავთ Eee PC-ს და მაშინათვე აწვებით კლავიშ Esc-ს იქამდე სანამ არ გამოვა ჩამტვირთავი დევაისის არჩევის ფანჯარა...აქ მიუთითეთ ჩამტვირთავი ფლეშკა და ენტერი... შემდეგ ელოდებით სანამ პატარა მენიუსავით რაღაც არ გამოჩნდება (რუსულ ლინკზე სურათიც დევს მაგის) იქ ირჩევთ ტექსტ მოდეს..
....შემდეგ თქვენთვის ნაცნობი ფანჯარა გამოჩნდება...როდესაც მიხვალით დისკის დაფორმატებამდე ყველა არსებული დისკი წაშალეთ გარდა ფლეშკისა რა თქმა უნდა და აქციეთ ერთ C: დისკად...მიეცით ფორმატირება ნტფს-ით..ამის შემდეგ დაიწყბა ფაილების კოპირება და დარესტარტდება რესტარტის შემდეგ თუ ამოაგდო ერორი და არ გაგრძელდა ინსტალაცია უნდა გამოვრთოთ კომპი...ჩართვის შემდეგ ისევ ვიყენებთ Esc კლავიშს ვუთითებთ ჩამტვირთავ ფანჯარაში ფლეშკას და მენიუს გამოსვლის შემდეგ ამ ჯერად ინსტალაციას ვაგრძელებთ GUI მოდეთი ანუ მეორე ველით...ამის შემდეგ დაყენდება ვინდოუსი თქვენი ჩარევის გარეშე (ჩემთან არაფერი მოუთხოვია) რესტარტის შემდეგ თუ კვლავ ერორი ამოაგდო ისევ ისე ვიქცევით როგორც ზემოთ დავწერე ანუ Esc-ის გამოყენებით კვლავ ფლეშკას უთითებთ და გამოტანილ მენიუში აღარაფერს აღარ ვაკეთებთ დაველოდებით სანამ ავტომატურად არ გაგრძელდება ინსტალაციის დასრულება ანუ დესკტოპის და სხვადასხვა უსერ სეტინგების დაკონფიგურირება რაც რა თქმა უნდა ავტომატურად ხდება....
სანამ დესკტოპი არ გამოჩნდება იქამდე ფლეშკა უნდა იყოს შეერთებული აუცილებლად...
ინსტალაციის დასრულების შემდეგ საჭიროა ვინდოუსის დაპატარავება და არასაჭირო ფუნქციების გამორთვა...რუსულ ლინკზე ბოლოდან მეოთხე სურათზე ტექსტური დოკუმენტი რომ არის გამოსახული პირადად მე ეგ ოპერაცია არ ჩამიტარებია...ხოლო ბოლოს სამ სურათზე რაც არის გაკეთებული თქვენც გირჩევთ რომ შეასრულოთ
ასევე აქვე დავდებ ლინკს სადაც დევს პდფ
http://allshares.ge/download.php?id=AE4E0CD929 ფაილი და სადაც აღწერილია Eee PC-ზე ვინდოუსის კონფიგურაციის ძალიან კარგი მეთოდი. რომელიც მე-10 გვერდიდან იწყება..
კონფიგურაციის შემდეგ ან სულაც მანამდე საჭიროა ამ
http://allshares.ge/download.php?id=A940A01526 დრივერების დაყენება მე პირადად მაგ დრაივერებიდან ყველა დავაყენე გარდა (Camera; Touchpad; Modem) და მუშაობს იდეალურად..ერთი პატარა შენიშვნა...შეიძლება ვერ დაინახოს Ethernet Controller-ი ამიტომ თქვენ თვითონ მისცემთ მოძებნას და მიუთითებთ ამ მისამართზე WLAN\Azurewave-ში ndis5-ებიდან რომელიმეს ეს დრაივერები ვიცი რო აუცილებლად გამოდგება Eee PC 2 გიგაბაიტიანზე სხვებზე გარანტიას ვერ მოგცემთ