პრემიერ-მინისტრი. ამავდროულად საგარეო საქმეთა მინისტრი, ამავდროულად დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრი.
ძალოვანი ბლოკი:
1. თავდაცვის სამინისტრო, ამავდროულად პირველი ვიცე-პრემიერი
2. შინაგან საქმეთა სამინისტრო,
3. იუსტიციის სამინისტრო,
4. სახელმწიფო უშიშროების სამსახური. დუალისტური დაქვემდებარებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.
ეკონომიკური ბლოკი:
5. ფინანსთა სამინისტრო, ამავდროულად მეორე ვიცე-პრემიერი.
6. ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კოორდინირების სამინისტრო,
7. ეროვნული ბანკი. დუალისტური დაქვემდებარებით პრეზიდენტსა და პრემიერს შორის.
საზოგადოებრივი ბლოკი:
8. ჯანდაცვის და სოცუზრუნველჰყოფის სამინისტრო,
9. სოფლის მეურნეობის სამინისტრო,
10. განათლების სამინისტრო,
11. გარემოს დაცვის სამინისტრო,
12. კულტურის სახელმწიფო სამსახური.
უპორტფელო ბლოკი:
13. იძულებით ადგილნაცვალ პირთა კოორდინირების სახელმწიფო მინისტრი
გავშალოთ:
პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მე მსურს იქცეს ამერიკის სახელმწიფო მდივნის და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის ჰიბრიდად. გარდა იმისა რომ იგი აკონტროლებს კაბინეტს, ასევე უშუალოდ კურირებს საგარეო საკითხებს და მოცემულ ეტაპზე ქვეყნისთვის არსებით პრიორიტეტს.
ძალოვანი ბლოკი:
პრემიერს ჰყავს ორი მოადგილე-ერთი ძალოვან, ხოლო მეორე ეკონომიკურ ბლოკში. იუსტიციის სამინისტრო ჩამოყალიბდება ქვეყნის ადმინისტრაციულ ღერძად და იგივე შეითავსებს ციხეების ზედამხედველობას. სასჯელაღსრულება არაა საჭირო. უშიშროებას სამინისტრო არ სჭირდება. საჭიროა გარდაიქმნას ცალკე მდგომ სუბიექტად ორმაგი დაქვემდებარებით.
ეკონომიკური ბლოკი:
ფინასთა სამინისტროს მეორე ვიცე-პრემიერობა გასაგებია მგონი. უკიდურესად სტრატეგიული სამინისტრო. ახდენს რესურსების მობილიზებას და განკარგვას.
ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის კოორდინირების სამინისტროში მოვიაზრებ შემდეგს: მე აბსოლუტურად ვეთანხმები ბენდუქიძეს იმაში რომ ეკონომიკას სამინისტრო და ზედმეტი რეგულაციები სახელმწიფოს მხრიდან არ სჭირდება. მაგრამ გეგმური ეკონომიკის შიშით არ უნდა გადავვარდეთ მეორე უკიდურესობაში-ველურ კაპიტალიზმში. საჭიროა ზოგადი კოორდინირება. თუმცა ვაღიარებ ეს ბუნდოვანი ფორმულირებაა. ჯერ კარგად არ მაქვს მოფიქრებული. მხოლოდ კონტურებს ვგრძნობ.
ამავე სამინისტროს შემადგენლობაში შევა დეპარტამენტებად ტურიზმი, ვაჭრობა, ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა.
ეროვნული ბანკი-ორმაგი დაქვემდებარება პრეზიდენტს და პრემიერს შორის.
საზოგადოებრივი ბლოკი:
ჯანდაცვის სამინისტრო იგივედ რჩება. იგივედ რჩება სოფლის მეურნეობის სამინისტროც. განათლებას აკლდება მეცნიერება. მეცნიერებას სამინისტრო არ სჭირდება. მეცნიერება უნდა მიებას უნივერსიტეტებს ერთობლივი სწავლა+კვლევის პრინციპით. მეცნიერებას ვერ დაგეგმავ და მიმართულებას ვერ უკარნახებ. მაგრამ არ ჩადებ მეცნიერებაში ფულს და ავღანეთობა გარანტირებული გაქვს.
გარემოს დაცვა ამოისუნთქებს იმედია და შეკვეცილი და მიჭრილ-მოჭრილი ფუნქციები დაუბრუნდება.
ასევე ვფიქრობ რომ კულტურას სამინისტრო არ სჭირდება. სავსებით საკმარისია სახელმწიფო სამსახური, რომელიც ზოგადად დაგეგმავს სახელმწიფოებრივი დონის კულტურულ პროექტებს. მეცნიერების არ იყოს, ვერც კულტურას უკარნახებს სვლას და განვითარებას. ცხადია ძეგლების მოვლა-პატრონობაც აქ შევა.
სპორტის, ახალგაზრდობის, დასაქმების, რეინტეგრაციის და მსგავსი ღლეობების არმოხსენიება მე მაპატით.
აბა?
ამხელა შრომის საფასურად გარემოს დაცვა მე მომეცით რა.